Thursday, January 26, 2017

კომბოსტოს წნილის რეცეპტი



 2-2,3 კგ კომბოსტო
2 საშუალო ზომის სტაფილო
3-4 დაფნის ფოთოლი
რამოდენიმე შავი პილპილის  მარცვალი(ღერები არარი საჭირო)
მჟავე წვენი რეცეპტი:
1,5 წყალი
2 ს/კ მარილი
2 ს/კ შაქარი

მოვამზადოთ მჟავე წვენი, თბილ წყალში შევურიოთ მარილი და შაქარი( 1,5 ლიტრი)
კომბოსტო გავასუფთავოთ ზედა ფურცლებიდან, დავჭრათ ნაწილებათ დანით ან კომბაინის მეშვეობით.  ხოლო სტაფილო დავჭრათ მსხვილ ნაჭრეებად
ავურიოთ სტაფილო და კომბოსტო ერთმანეთში. ეს ნარევი ჩავდოთ შუშის ბანკაში, ოდნავ ზემოდან მივაჭიროთ ხელი. ფენებს შორის დაუდოთ დაფნის ფოთოლი და პილპილი. შემდეგ დავასხათ მჟავე წვენი ისე, რომ დაიფაროს კომბოსტო მთლიანად. ბანკას დავაფაროთ თავსახური ან რამოდენიმე ფენად  დაწყობილი ბინტი. ეს ბანკა ჩავდგათ ღრმა თეფშზე რადგან დუღილის დროს მჟავე წყვენი გადმოვა ბანკიდან. იმ შემთხვევაში თუ წნილს აკეთებთ ქვაბში მაშინ უბრალოდ დააფარეთ თავსახური. დავტოვოთ წნილი 2-3 დღით. ზოგჯერ ჩავურჭოთ ხის ჯოხით, რადგან გამოვუშვათ გაზი. როცა წნილი მზად იქნება, ჩავდგათ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!

No comments:

Post a Comment