Thursday, January 26, 2017

ღვიძლის ტორტი




600 გრ ქათმის ან საქონლის ღვიძლი
3 ც კვერცხი
2 დიდი თავი ხახვი
100-150 გრ მაიონეზი
2 ს/კ მცენაერული ზეთი
ს/კ ფქვილი
კბილი ნიორი
მარილი
100-150 გრ მწვანე ხახვი
 კარგათ გავასუფთავოთ ღვიძლი.შემდეგ ავიღოთ ღვიძლი და კვერცხთან  შევურიოთ დიდ თასში და დავუმატოთ 3 ს/ კოვზი ფქვილი. ეს ყველაფერი ავთქვიოთ ბლენდერში, დავამატოთ ½ ჩ/კ მარილი და მოვურიოთ. შემდეგ კარგათ გავათბოთ ტაფა და შევწვათ ღვიძლი ბლინების ფორმით ორივე მხრიდანდავჭრათ ხახვი, სტაფილი გავატაროთ სახეხზე. შევწვათ ხახვის და სტაფილოს ნარევი საშუალო ცეცხლზე 7-10 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ მარილი (1/2 ჩ/კ), პილპილი (1/5 ჩ/კ). გავასუფთავოთ ნიორი და დავჭყლიტოთ, შევურიოთ მაიონეზს.
შემდეგ მზარ ღვიძლის ბლინზე წავუსვათ ნაწილი ხახვის და სტაფილოს ნარევის და ზემოდან დავუდოთ მეორე ბლინი. ასე გამოგვივა ღვიძლის ტორტი. ყველა ფენას წავუსვათ მაიონეზი და მოვრთოთ მწვანე ხახვით და ბროწეულის მარცვლებით.ღვიძლის ტორტი მზად არის!
გემრიელად მიირთვით!!

No comments:

Post a Comment