1 ც ყაბაყი
2 ც კვერცხი
100 გრ საფანელი
მარილი, პაპრიკა და კურკუმი
მცენარეული ზეთი
პირველ რიგში ავიღოთ ყაბაყი და კარგათ გავრეცხოთ.შემდეგ დავჭრათ წვრილ ჯოხებათ 7-9 სმ სიგრძეს. მოვამზადოთ საფანელი. თასში ჩავყაროთ საფანელი და დავუმატოთ პაპრიკა და კურკუმი. ამ სანელებლების მეშვეობით საფანელი მიიღებს უფრო ნათელ ფერს. შემდეგ სხვა თასში ავთქვიფოთ 2 კვერცხი და დავუმატოთ მარილი.
შემდეგ ავიღოთ ტაფა და მასში გავაცხელოთ ზეთი. ავიღოთ უკვე დაჭრილი ყაბაყის ჯოხები ამოვლებულ ჩხირებს მოვაშოროთ ზედმეტი საფანელი(ხელის მარტივი მოძრაობით ზემოთ და ქვვემოთ). ამის შემდეგ ავიღოთ ჩხირები დადავაწყოთ გაცხელებულ ტაფაზე. შევწვათ იმდენ ხანს სანამ არ მივიღებთ ოქროსფერს ჩხირებს. შემწვარი ყაბაყი გადავდოთ თეფშზე რომელზეც იქნება წინასწარ დაფენილი მშრალი სალფეტკი რომ ჩხირების დაწყობის შემდეგ.მოხდეს ზედმეტი ცხიმის გაწოვა შემწვარი ჩხირებისგან. ამის შემდეგ გადავდოთ იმ თეფშზე რომლითაც გეგმავთ სუფრაზე მიტანას. ჩხირები მიირთვით ცხელი.კეტჩუპთან,არაჟანთან და ნივრის სოუსთან ერთად.
ასევე შეგიძლიათ როდესაც ჩხირები იქნება მზად მოაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი.
გემრიელად მიირთვით!!
No comments:
Post a Comment