200 გრ პიცის ცომი
100 გრ ტომატის სოუსი
100 გრ ყველი( სულგუნი ან მოცარელა)
100 გრ სალიამი
½ ჩ/კ წითელი წიწაკა( ახალი ან მწნილი). ეს ინგრიდიენტი მწარეს მოყვარულთათვის
5-6 ზეითუნი ( კურკის გარეშე)
ცოტა რაოდენობით ფქვილი
ხმელი ან ახალი რეღანი
ეს რეცეპტი გათვალისწინებულია 2-3 ადამიანზე.
- ზედაპირზე, სადაც გავაბრტყელებთ ცომს, მოაყარეთ ფქვილი.
- თხლად გავაბრტყელოთ ცომი ( ცომის რეცეპტი იხილეთ ქვემოთ). მიეცით თქვენთვის სასურველი ან მრგვალი ფორმა. ზემოდან წაუსვათ ტომატის სოუსი( პიცის სოუსის რეცეპტი იხილეთ სოუსების განყოფილებაში)
- შემდეგ ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველის დიდი ნაწილი.
- დავჭრათ სალიმი და დავადოთ ზემოდან. აგრეთვე დავაყაროთ შუაზე დაყოფილი ზეითუნი და წიწაკა.
- მოვაყაროთ დარჩენილი ყველი.
- წინასწარ გაცხელებულ 180 გრადუსამდე ღუმელში შევდგათ პიცა. გავაჩეროთ 10-12 წუთი. თუ კი ოდნავ შებრაწული გიყვართ, მაშინ გააჩერეთ ღუმელში ცოტა დიდ ხანს.
როდესაც პიცა მზად იქნება, ამოვიღოთ ღუმელიდან, ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი რეღანი.
No comments:
Post a Comment