280 გრ რბილი კარაქი
200 გრ დაფქვილი შაქარი
300გრ ყავისფერი შაქარი
5 ცალი კვერცხი
5 გრ ვანილი
1 ლიმონის(ან ფორთოხლის)წვენი და ცედრა
2 ჩ/კ დარიჩინი
130 გრ დაფქვილი ნუში
130 გრ დაფქვილი ბერძნული ნიგოზი
200 გრ ფქვილი
15 გრ გამაფხვიერებელი
მარილი (სამი თითით ავიღოთ)
- ავიღოთ სახეხი და მსხვილი მხრიდან გავხეხოთ სტაფილო.
- კვერცხი გავაცალკევოთ (გული და ცილა)
- ავიღოთ დიდი თასი და ავთქვიფოთ მასში. 200 გრ ყავისფერი შაქარი, კარაქი, ვანილი, ცედრა და კვერცხის გული. ათქვეფის შედეგად უნდა მივიღოთ კრემის რბილი მასა.
- ავიღოთ კიდევ ერთი თასი და მასში ავურიოთ ფქვილი გამაფხვიერებელი და დაბლენდერებული ნიგოზი.(სასურველია რომ ნიგოზი იყოს მოხალული სანამ ბლენდერში გავატარებთ რომ მივიღოთ არომატული და გემრიელი მასა)
- ცილას დავამატოთ 100 გრ შაქარი. ავთქვიფოთ სანამ არ შესქელდება.
- ავიღოთ კრემის რბილი მასა,დავუმატოთ დაბლენდერებული ნიგოზი ფქვილთან და გამაფხვიერებელთან ერთად,სტაფილო და ცილა.გავითვალისწინოთ ცილა ყველაზე ბოლოს დავამატოთ,მორევის პროცესში ხელის ფრთხილი მოძრაობით
- ფორმის მიმცემ ქვაბს წავუსვათ ზეტი და ფქვილი რომ გვერდბზე არ მიიწვას.შემდეგ გადავიტანოთ ცომი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში.გავაჩეროთ 50-60 წუთი
მოვამზადოთ მინანქარი ჩვენი პეროგისთვის:
200 გრ შაქრის ფხვილი ავურიოთ ლიმონის(ფორთოხლის)წვენში. მიღებული მასა წავუსვათ პეროგს. მიირთვით და ისიამოვნეთ!
No comments:
Post a Comment