Thursday, January 26, 2017

ღვიძლის ტორტი




600 გრ ქათმის ან საქონლის ღვიძლი
3 ც კვერცხი
2 დიდი თავი ხახვი
100-150 გრ მაიონეზი
2 ს/კ მცენაერული ზეთი
ს/კ ფქვილი
კბილი ნიორი
მარილი
100-150 გრ მწვანე ხახვი
 კარგათ გავასუფთავოთ ღვიძლი.შემდეგ ავიღოთ ღვიძლი და კვერცხთან  შევურიოთ დიდ თასში და დავუმატოთ 3 ს/ კოვზი ფქვილი. ეს ყველაფერი ავთქვიოთ ბლენდერში, დავამატოთ ½ ჩ/კ მარილი და მოვურიოთ. შემდეგ კარგათ გავათბოთ ტაფა და შევწვათ ღვიძლი ბლინების ფორმით ორივე მხრიდანდავჭრათ ხახვი, სტაფილი გავატაროთ სახეხზე. შევწვათ ხახვის და სტაფილოს ნარევი საშუალო ცეცხლზე 7-10 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ მარილი (1/2 ჩ/კ), პილპილი (1/5 ჩ/კ). გავასუფთავოთ ნიორი და დავჭყლიტოთ, შევურიოთ მაიონეზს.
შემდეგ მზარ ღვიძლის ბლინზე წავუსვათ ნაწილი ხახვის და სტაფილოს ნარევის და ზემოდან დავუდოთ მეორე ბლინი. ასე გამოგვივა ღვიძლის ტორტი. ყველა ფენას წავუსვათ მაიონეზი და მოვრთოთ მწვანე ხახვით და ბროწეულის მარცვლებით.ღვიძლის ტორტი მზად არის!
გემრიელად მიირთვით!!

კომბოსტოს წნილის რეცეპტი



 2-2,3 კგ კომბოსტო
2 საშუალო ზომის სტაფილო
3-4 დაფნის ფოთოლი
რამოდენიმე შავი პილპილის  მარცვალი(ღერები არარი საჭირო)
მჟავე წვენი რეცეპტი:
1,5 წყალი
2 ს/კ მარილი
2 ს/კ შაქარი

მოვამზადოთ მჟავე წვენი, თბილ წყალში შევურიოთ მარილი და შაქარი( 1,5 ლიტრი)
კომბოსტო გავასუფთავოთ ზედა ფურცლებიდან, დავჭრათ ნაწილებათ დანით ან კომბაინის მეშვეობით.  ხოლო სტაფილო დავჭრათ მსხვილ ნაჭრეებად
ავურიოთ სტაფილო და კომბოსტო ერთმანეთში. ეს ნარევი ჩავდოთ შუშის ბანკაში, ოდნავ ზემოდან მივაჭიროთ ხელი. ფენებს შორის დაუდოთ დაფნის ფოთოლი და პილპილი. შემდეგ დავასხათ მჟავე წვენი ისე, რომ დაიფაროს კომბოსტო მთლიანად. ბანკას დავაფაროთ თავსახური ან რამოდენიმე ფენად  დაწყობილი ბინტი. ეს ბანკა ჩავდგათ ღრმა თეფშზე რადგან დუღილის დროს მჟავე წყვენი გადმოვა ბანკიდან. იმ შემთხვევაში თუ წნილს აკეთებთ ქვაბში მაშინ უბრალოდ დააფარეთ თავსახური. დავტოვოთ წნილი 2-3 დღით. ზოგჯერ ჩავურჭოთ ხის ჯოხით, რადგან გამოვუშვათ გაზი. როცა წნილი მზად იქნება, ჩავდგათ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!

Monday, December 26, 2016

ხინკლის მომზადების რეცეპტი



ფარშის მომზადება:
200 გრ საქონლის ხორცი
300 გრ ღორის ხორცი
2 ც დიდი ზომის ხახვი
100-150 მლ გრ ცივი წყალი
1 კონა ქინძი
მარილი და პილპილი გემოვნებით

ცომისთვის საჭირო ინგრედიენტები:
3 ჭ ფქვილი
1 წ წყალი
1 ც კვერცხი
მარილი გემოვნებით

ხახვი და ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. სასურველია რომ ხორცსაკეპ მანქანას დავუყენოთ სეტკა მსხვილი ნახვრეტებით რომ მივიღოთ მსხვილად გატარებული ხორცი. შემდეგ კარგად მოვურიოთ ფარშს და დავამატოთ მარილი.პილპილი და ცივი წყალი. ფარში უნდა იყოს გაბმული და ცოტა თხელი.
მოვამზადოთ ცომი ხინკლისთვის. მაგიდაზე(ან ღრმა თასში)გავცრათ ფქვილი, ფქვილის მასაში გავაკეთოთ ჩაღრმავება შუა ადგილას შემდეგ დავამატოთ მარილი და წყალი. ავიღოთ კვერცი და ავთქვიფოთ ჭიქაში. შემდეგ მზა კვერცხი დავამატოთ ცომს.ცომი ხელით მოვზილოთ. მიღებულ ცომის მასას დავაფაროთ ხელსახოცი და გავაჩეროთ 30 წუთით.
გავაპრტყელოთ ცომი და ამოვჭრათ მგვალი ფორმის ცომები ხინკლისთვის დიამეტრი 10-12 სმ. უკვე მოჭრილ ცომის ფორმებზე დავდოთ ფარში და შევახვიოთ. შეხვევა ხდება შემდეგ ნაირად. ვიღებთ ცომს ერთი ნებისმიერი მხრიდან და თანმიმდევრობით გავაკეთოთ ნაკეცი. ისე რომ მივიღოთ პატარა მეშოკის ფორმის ხინკლები. მჭიდრო უნდა იყოს ნაკეცები რომ მოხარშვის პროცესში არ გაიშალოს. დიდ ზომის ქვაბში ავადუღოთ წყალი და ჩავყაროთ მარილი. შეხვეული ხინკლები ჩავყაროთ სათითაოდ ადუღებულ წყალში. ხოლო როცა ხინკლები დაიწყებენ წყლის ზედაპირზე ამოსვლას.ამის შემდეგ კიდევ ვხარშოთ 5-7 წუთი. ქვაბიდან ამოღებისთანავე მივიტანოთ სუფრასთან ხინკალი, რათა იყოს ცხელი. სურვილისამებრ მოაყერეთ შავი პილპილი. მიირთვით გემრიელად.

ქათამი მდოგვით ტომატის სოუზში (ჩახოხბილი)



4 პერსონაზე.
3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.
4 დიდი ქათმის ბარკალი.
მარილი და პილპილი.
1 საშუალო ხახვი, დაჭრილი.
1 წითელი წიწაკა, გასუფთავებული და სქლად დაჭრილი.
1 დიდი კბილი ნიორი, წვრილად დაჭრილი.
4 სუფრის კოვზი ყვითელი მდოგვი.
2 ჭიქა დაჭრილი პომიდორი (ახალი ან დაკონსერვებული)

გავაცხელოთ ზეთი ქვაბში კარგათ დახურული თავსახურით საშუალო ცეცხლზე. ბარკლებს დავაყაროთ მარილი და პილპილი და მოვათავსოთ ქვაბში, შევწვათ ბარკლები ყველა მხრიდან, ვწვათ დაახლოებით 5 წუთი. გადმოიღეთქათმის ბარკლები სუფთა თეფშზე და გადადეთ გვერძე.
დაამატეთ ხახვი და წიწაკა ქვაბში და შეწვით სანამ არ დარბილდება, დაახლოებით 3 წუთი. დაამატეთ ნიორი და ამზადეთ კიდე ერთი წუთი. შეურიეთ მდოგვი და გააჩერეთ კიდე ერთი წუთი. დაუმატეთ პომიდორი და ორი კოვზიმარილი, შემდეგ დაამატეთ ქათმის ბარკლები ისევ ქვაბში.
აადუღეთ სოუზი, და შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს. მჭიდროდ დააფარეთ ტავსახური და ხარშეთ სანამ ქათამი არ გახდება ძალიან ნაზი, 30-40 წუთი. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. მიირთვით ბრინჯთან ერთად.

Sunday, December 25, 2016

ბრინჯი ქათმით, კარით და ვწვანე ბარდით



შემადგენლობა 6 პერსონაზე:

4 ქათმის მკერდი (ფილე)
1 დიდი ხახვი და 2 პატარა
პატარა ნაჭერი ახალი კოჭა (1 სუფრის კოვზი დაჭრილის სახით)
3-4 კბილი ნიორი
1 ჩაის კოვზი კარი
1 ჩაის კოვზი დაფქვილი ქინძი
1/4 ჩაის კოვზი დაფქვილი დარიჩინი
200 გრ მშრალი ბრინჯი
700 მლ ქათმის ბულიონი ან წყლი
200 გრ ახალი ან გაყინული მწვანე ბარდა
მარილი გემოვნებით

პატარა ნაჭრებათ დაჭერით ქათმის ფილე. წვრილად დავჭრათ ხახვი, ნიორი და კოჭა.

ღრმა ტაფაზე დიდ ცეცხლზე გააცხელეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი. შეწვით ქათამის მკერდი დაახლოებით 4-5 წუთი. გადადეთ თეფშზე.
დაუწიეთ ცეცხლს და შეწვით ხახვი, მოურიეთ, 5 წუთი.
დაამატეთ კოჭა, ნიორი და სანელებლები, მორევით შეწვით 1 წუთის განმავლობაში. განათავსეთ ბრინჯი თაფაზე და აურიეთ ისე, რომ თითეული ბრინჯის მარცვალი  იყოს დაფარული ზეთით. შეწვით 1 წუთის განმავლობაში. დაასხით წყალი ან ბულიონი, მარილი გემოვნებით. შემდეგ დაამატეთ ბარდა.
ავადუღოთ, დაუწიოთ ცეცხლს მინიმუმამდე, დავაფაროთ თავსახური და ვამზადოთ სანამ ბრინჯი არ იქნება მზად, და მთელი სითხე არ შეიწოვება, დაახლოებით 25 წუთი. ( მომზადების დრო დამოკიდებული ბრინჯის ხარისხზე).

სანამ მოიხარშება 5-7 წუთით ადრე დაამატეთ შემწვარი ფილე აურიეთ.

საფანელში შემწვარი ყაბაყი




1 ც ყაბაყი
2 ც კვერცხი
100 გრ საფანელი
მარილი, პაპრიკა და კურკუმი
მცენარეული ზეთი

პირველ რიგში ავიღოთ ყაბაყი და კარგათ გავრეცხოთ.შემდეგ  დავჭრათ წვრილ ჯოხებათ 7-9 სმ სიგრძეს. მოვამზადოთ საფანელი. თასში ჩავყაროთ საფანელი და დავუმატოთ პაპრიკა და კურკუმი. ამ სანელებლების მეშვეობით საფანელი მიიღებს უფრო ნათელ ფერს. შემდეგ სხვა თასში ავთქვიფოთ 2 კვერცხი და დავუმატოთ მარილი.
შემდეგ ავიღოთ ტაფა და მასში გავაცხელოთ ზეთიავიღოთ უკვე დაჭრილი ყაბაყის ჯოხები ამოვლებულ ჩხირებს მოვაშოროთ ზედმეტი საფანელი(ხელის მარტივი მოძრაობით ზემოთ და ქვვემოთ). ამის შემდეგ ავიღოთ ჩხირები დადავაწყოთ გაცხელებულ ტაფაზეშევწვათ იმდენ ხანს სანამ არ მივიღებთ ოქროსფერს ჩხირებსშემწვარი ყაბაყი გადავდოთ თეფშზე რომელზეც იქნება წინასწარ დაფენილი მშრალი სალფეტკი რომ ჩხირების დაწყობის შემდეგ.მოხდეს ზედმეტი ცხიმის გაწოვა შემწვარი ჩხირებისგან. ამის შემდეგ გადავდოთ იმ თეფშზე რომლითაც გეგმავთ სუფრაზე მიტანას. ჩხირები მიირთვით ცხელი.კეტჩუპთან,არაჟანთან და ნივრის სოუსთან ერთად.
ასევე შეგიძლიათ როდესაც ჩხირები იქნება მზად მოაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი.
გემრიელად მიირთვით!!

Friday, December 23, 2016

ღუმელში შემწვარი პომიდორი ბრინჯით და ყველით



5-6 საშუალო ზომის პომიდორი
1 დიდი თავი ხახვი
150 გრ ბრინჯი
100 გრ ყველი (სულგუნი ან მოცარელა)
3 კბილი ნიორი
1 საშულო ზომის კონა ნიახური და ქინძი
50 გრ კარაქი
ზეითუნის ზეთი „ექსტრა ვირჯინ“
მარილი, პილპილი

ძალიან წვრილად დავჭრთ ხახვი. ქვაბში დავადნოთ კარაქი და ჩავყაროთ ხახვი. შევწვათ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ ხახვი და კიდევ შევწვათ 2 წუთით.
დავამატოთ წყალი და მოვხარშოთ ბრინჯი. ბრიჯნჯი აუცილებლად მოვხარშოთ პროპორციით 1:2. დავამატოთ მარილი, პილპილი, დავუმატოთ ზეითუნის ზეთი და ოდნავ გავაცივოთ.
ყველა პომიდორს მოვაჭრათ ზედაპირი 1 სმ ზომის ნაჭერი მრგვალი ფორმით ე.წ ყუნწის მხრიდან. კოვზით ამოვიგოთ შიგთვასი ( შიგთავსი არ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდგომ ტომატისთვის ან წვნიანისთვის). მოვაყაროთ მარილი და მშრალ ხელსახოცზე დავალაგოთ, მოჭრილი სახით ქვემოთ, რათა ჩამოვიდეს ზედმეტი წყალი.შემდეგ  წვრილად დავჭრათ ნიორი და მწვანილი.
შევურიოთ ნიორი და მწვანილი ბრინჯთან ერთად და მიღებული მასა ჩავტენოთ პომიდორში, მზა პომიდორი დავაწოთ ზეთ წასმულ ფორმაზე და გამოვაცხოთ 170 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში, მიირთვით ცხელი, ანაც ცოტა შეგრილებულ მდგომარეობაში. გემრიელად მიირთვით!!