Monday, December 26, 2016

ხინკლის მომზადების რეცეპტი



ფარშის მომზადება:
200 გრ საქონლის ხორცი
300 გრ ღორის ხორცი
2 ც დიდი ზომის ხახვი
100-150 მლ გრ ცივი წყალი
1 კონა ქინძი
მარილი და პილპილი გემოვნებით

ცომისთვის საჭირო ინგრედიენტები:
3 ჭ ფქვილი
1 წ წყალი
1 ც კვერცხი
მარილი გემოვნებით

ხახვი და ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. სასურველია რომ ხორცსაკეპ მანქანას დავუყენოთ სეტკა მსხვილი ნახვრეტებით რომ მივიღოთ მსხვილად გატარებული ხორცი. შემდეგ კარგად მოვურიოთ ფარშს და დავამატოთ მარილი.პილპილი და ცივი წყალი. ფარში უნდა იყოს გაბმული და ცოტა თხელი.
მოვამზადოთ ცომი ხინკლისთვის. მაგიდაზე(ან ღრმა თასში)გავცრათ ფქვილი, ფქვილის მასაში გავაკეთოთ ჩაღრმავება შუა ადგილას შემდეგ დავამატოთ მარილი და წყალი. ავიღოთ კვერცი და ავთქვიფოთ ჭიქაში. შემდეგ მზა კვერცხი დავამატოთ ცომს.ცომი ხელით მოვზილოთ. მიღებულ ცომის მასას დავაფაროთ ხელსახოცი და გავაჩეროთ 30 წუთით.
გავაპრტყელოთ ცომი და ამოვჭრათ მგვალი ფორმის ცომები ხინკლისთვის დიამეტრი 10-12 სმ. უკვე მოჭრილ ცომის ფორმებზე დავდოთ ფარში და შევახვიოთ. შეხვევა ხდება შემდეგ ნაირად. ვიღებთ ცომს ერთი ნებისმიერი მხრიდან და თანმიმდევრობით გავაკეთოთ ნაკეცი. ისე რომ მივიღოთ პატარა მეშოკის ფორმის ხინკლები. მჭიდრო უნდა იყოს ნაკეცები რომ მოხარშვის პროცესში არ გაიშალოს. დიდ ზომის ქვაბში ავადუღოთ წყალი და ჩავყაროთ მარილი. შეხვეული ხინკლები ჩავყაროთ სათითაოდ ადუღებულ წყალში. ხოლო როცა ხინკლები დაიწყებენ წყლის ზედაპირზე ამოსვლას.ამის შემდეგ კიდევ ვხარშოთ 5-7 წუთი. ქვაბიდან ამოღებისთანავე მივიტანოთ სუფრასთან ხინკალი, რათა იყოს ცხელი. სურვილისამებრ მოაყერეთ შავი პილპილი. მიირთვით გემრიელად.

ქათამი მდოგვით ტომატის სოუზში (ჩახოხბილი)



4 პერსონაზე.
3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.
4 დიდი ქათმის ბარკალი.
მარილი და პილპილი.
1 საშუალო ხახვი, დაჭრილი.
1 წითელი წიწაკა, გასუფთავებული და სქლად დაჭრილი.
1 დიდი კბილი ნიორი, წვრილად დაჭრილი.
4 სუფრის კოვზი ყვითელი მდოგვი.
2 ჭიქა დაჭრილი პომიდორი (ახალი ან დაკონსერვებული)

გავაცხელოთ ზეთი ქვაბში კარგათ დახურული თავსახურით საშუალო ცეცხლზე. ბარკლებს დავაყაროთ მარილი და პილპილი და მოვათავსოთ ქვაბში, შევწვათ ბარკლები ყველა მხრიდან, ვწვათ დაახლოებით 5 წუთი. გადმოიღეთქათმის ბარკლები სუფთა თეფშზე და გადადეთ გვერძე.
დაამატეთ ხახვი და წიწაკა ქვაბში და შეწვით სანამ არ დარბილდება, დაახლოებით 3 წუთი. დაამატეთ ნიორი და ამზადეთ კიდე ერთი წუთი. შეურიეთ მდოგვი და გააჩერეთ კიდე ერთი წუთი. დაუმატეთ პომიდორი და ორი კოვზიმარილი, შემდეგ დაამატეთ ქათმის ბარკლები ისევ ქვაბში.
აადუღეთ სოუზი, და შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს. მჭიდროდ დააფარეთ ტავსახური და ხარშეთ სანამ ქათამი არ გახდება ძალიან ნაზი, 30-40 წუთი. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. მიირთვით ბრინჯთან ერთად.

Sunday, December 25, 2016

ბრინჯი ქათმით, კარით და ვწვანე ბარდით



შემადგენლობა 6 პერსონაზე:

4 ქათმის მკერდი (ფილე)
1 დიდი ხახვი და 2 პატარა
პატარა ნაჭერი ახალი კოჭა (1 სუფრის კოვზი დაჭრილის სახით)
3-4 კბილი ნიორი
1 ჩაის კოვზი კარი
1 ჩაის კოვზი დაფქვილი ქინძი
1/4 ჩაის კოვზი დაფქვილი დარიჩინი
200 გრ მშრალი ბრინჯი
700 მლ ქათმის ბულიონი ან წყლი
200 გრ ახალი ან გაყინული მწვანე ბარდა
მარილი გემოვნებით

პატარა ნაჭრებათ დაჭერით ქათმის ფილე. წვრილად დავჭრათ ხახვი, ნიორი და კოჭა.

ღრმა ტაფაზე დიდ ცეცხლზე გააცხელეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი. შეწვით ქათამის მკერდი დაახლოებით 4-5 წუთი. გადადეთ თეფშზე.
დაუწიეთ ცეცხლს და შეწვით ხახვი, მოურიეთ, 5 წუთი.
დაამატეთ კოჭა, ნიორი და სანელებლები, მორევით შეწვით 1 წუთის განმავლობაში. განათავსეთ ბრინჯი თაფაზე და აურიეთ ისე, რომ თითეული ბრინჯის მარცვალი  იყოს დაფარული ზეთით. შეწვით 1 წუთის განმავლობაში. დაასხით წყალი ან ბულიონი, მარილი გემოვნებით. შემდეგ დაამატეთ ბარდა.
ავადუღოთ, დაუწიოთ ცეცხლს მინიმუმამდე, დავაფაროთ თავსახური და ვამზადოთ სანამ ბრინჯი არ იქნება მზად, და მთელი სითხე არ შეიწოვება, დაახლოებით 25 წუთი. ( მომზადების დრო დამოკიდებული ბრინჯის ხარისხზე).

სანამ მოიხარშება 5-7 წუთით ადრე დაამატეთ შემწვარი ფილე აურიეთ.

საფანელში შემწვარი ყაბაყი




1 ც ყაბაყი
2 ც კვერცხი
100 გრ საფანელი
მარილი, პაპრიკა და კურკუმი
მცენარეული ზეთი

პირველ რიგში ავიღოთ ყაბაყი და კარგათ გავრეცხოთ.შემდეგ  დავჭრათ წვრილ ჯოხებათ 7-9 სმ სიგრძეს. მოვამზადოთ საფანელი. თასში ჩავყაროთ საფანელი და დავუმატოთ პაპრიკა და კურკუმი. ამ სანელებლების მეშვეობით საფანელი მიიღებს უფრო ნათელ ფერს. შემდეგ სხვა თასში ავთქვიფოთ 2 კვერცხი და დავუმატოთ მარილი.
შემდეგ ავიღოთ ტაფა და მასში გავაცხელოთ ზეთიავიღოთ უკვე დაჭრილი ყაბაყის ჯოხები ამოვლებულ ჩხირებს მოვაშოროთ ზედმეტი საფანელი(ხელის მარტივი მოძრაობით ზემოთ და ქვვემოთ). ამის შემდეგ ავიღოთ ჩხირები დადავაწყოთ გაცხელებულ ტაფაზეშევწვათ იმდენ ხანს სანამ არ მივიღებთ ოქროსფერს ჩხირებსშემწვარი ყაბაყი გადავდოთ თეფშზე რომელზეც იქნება წინასწარ დაფენილი მშრალი სალფეტკი რომ ჩხირების დაწყობის შემდეგ.მოხდეს ზედმეტი ცხიმის გაწოვა შემწვარი ჩხირებისგან. ამის შემდეგ გადავდოთ იმ თეფშზე რომლითაც გეგმავთ სუფრაზე მიტანას. ჩხირები მიირთვით ცხელი.კეტჩუპთან,არაჟანთან და ნივრის სოუსთან ერთად.
ასევე შეგიძლიათ როდესაც ჩხირები იქნება მზად მოაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი.
გემრიელად მიირთვით!!

Friday, December 23, 2016

ღუმელში შემწვარი პომიდორი ბრინჯით და ყველით



5-6 საშუალო ზომის პომიდორი
1 დიდი თავი ხახვი
150 გრ ბრინჯი
100 გრ ყველი (სულგუნი ან მოცარელა)
3 კბილი ნიორი
1 საშულო ზომის კონა ნიახური და ქინძი
50 გრ კარაქი
ზეითუნის ზეთი „ექსტრა ვირჯინ“
მარილი, პილპილი

ძალიან წვრილად დავჭრთ ხახვი. ქვაბში დავადნოთ კარაქი და ჩავყაროთ ხახვი. შევწვათ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ ხახვი და კიდევ შევწვათ 2 წუთით.
დავამატოთ წყალი და მოვხარშოთ ბრინჯი. ბრიჯნჯი აუცილებლად მოვხარშოთ პროპორციით 1:2. დავამატოთ მარილი, პილპილი, დავუმატოთ ზეითუნის ზეთი და ოდნავ გავაცივოთ.
ყველა პომიდორს მოვაჭრათ ზედაპირი 1 სმ ზომის ნაჭერი მრგვალი ფორმით ე.წ ყუნწის მხრიდან. კოვზით ამოვიგოთ შიგთვასი ( შიგთავსი არ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდგომ ტომატისთვის ან წვნიანისთვის). მოვაყაროთ მარილი და მშრალ ხელსახოცზე დავალაგოთ, მოჭრილი სახით ქვემოთ, რათა ჩამოვიდეს ზედმეტი წყალი.შემდეგ  წვრილად დავჭრათ ნიორი და მწვანილი.
შევურიოთ ნიორი და მწვანილი ბრინჯთან ერთად და მიღებული მასა ჩავტენოთ პომიდორში, მზა პომიდორი დავაწოთ ზეთ წასმულ ფორმაზე და გამოვაცხოთ 170 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში, მიირთვით ცხელი, ანაც ცოტა შეგრილებულ მდგომარეობაში. გემრიელად მიირთვით!!

შემწვარი თევზის რეცეპტი ( ბარაბულკა)



500-600 გრ ბარაბულკა
100 მლ ზეთი
200-250 გრ ფქვილი
მარილი და შავი პილპილი
ლიმონი (ნახევარი)

თევზი გავასუფთავოთ აუცილებლად, შიგნიდან და გარედან.
თითოეული თევზი გავჭრათ და ამოვაცალოთ ე.წ შიგნეულობა.
ასევე მოვაცილოთ ე.წ ლაყუჩები. მოვაყაროთ მარილი. გავწუროთ ნახევარი ლიმონი და მოვასხათ . შემდეგ ამოვავლოთ ფქვილში. დავასხათ ზეთი ტაფაზე და გავაცხელოთ.გაითვალისწინედ რომ როდესაც თევზს დავაწყობთ ტაფაზე. ზეთმა მთლიანადა უნდა დაფაროს ბარაბულკას თევზი. შეწვის ფროცესში თევზი იმდენ ხანს გავაჩეროთ ტაფაზე სანამ ტევზი არ მიიღებს ოქროსფერს. ტაფაზე ძალიან ფრთხილად გადავატრიალოდ თევზი რომ არ დაიშალოს. მზა თევზი დავაწყოთ თეფშზე და მოვაყაროთ შავი პილპილი.ასევე ზემოდან დავაწყოთ ლიმონი და მწვანილი.
შემწვარი ბარაბულკა მზად არის. გემრიელათ მიირთვით!!

ტომატის სოუსი პიცისთვის



600 გრ ახალი პომიდორი
3/4 კბილი ნიორი
2 მწარე წითელი წიწაკა
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
2 ძირი რეჰანი და ქინძი
100 გრ შაქარი
მარილი და პილპილი გემოვნებით

ბლენდერში ჩავყაროთ პომიდორი და წიწაკა. ავთქვიფოთ მანამ, სანამ არ მივიღებთ ერთიან მასას.შემდეგ გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი ტაფაში ან ქვაბში. გაცხელებულ ზეთში შევწვათ ნიორი 1 წუთის განმავლობაში.შემდეგ დავამატოთ ბლენდერში მიღებული მასა, შაქარი, მარილი და მივიყვანოთ დუღილამდე. ნელ ცეცხლზე ვხარშოთ 30-40 წუთის განმავლობაში,mპერიოდულად ვურიოთ მანამსანამ სოუსი არ შესქელდება. თუ გნებავთ რომ მიიღოთ სოუსის სქელი მასა, მაშინ მოვხარშოთ 1 საათის განმავლობაში. სოუსის მომზადების პერიოდში არ დავახუროთ თავსახური ქვაბს. სულ ბოლოს უკვე მზა მიღებულ სოუსს დავამატოთ დაჭრილი ქინძი და რეჰანი. თუ თქვენ არ მოიხმართ მომზადებულ სოუსს ერთჯერადად მთლიანად, შეგიძლიათ შეინახოთ საყინულეში შემდეგ გამოყენებამდე 3 თვის განმავლობაში..

ჩემი საყვარელი რეცეპტი შემწვარი ქათამი



1.5-2 კგ ქათამი (წიწილა)
2 ჩაის კოვზი  სვანური მარილი
100 გრამი კარაქი
100 გრ მდოგვი დიჟონი
1 სუფრის კოვზი მარილი
1 ჩაის კოვზი ბაზილიკი

1. გავაცხელოთ ღუმელი 180 ° C -მდე. კარგათ გავრეცხოთ ქათამი  და გავამშრალოთ იგი ქაღალდის პირსახოცით, შიგნიდან და გარედან. ქათამს შიგნიდან წაუსვათ სვანური მარილი.
2. წაუსვით მარილი ქათამზე ისე, რომ იქონიოს თანაბარი საფარი, რის შედეგადაც ქათამი მიიღებს, მარილიან, არომატულ კანს(დაახლოებით 1 სუფრის კოვზი). მოაყარეთ პილპილი გემოვნებით.
3. შემდეგ წაუსვით კარაქი. მოათავსეთ ქათამი ქვაბში  შედგით ღუმელში. გააჩერეთ 50-60 წუთი. ამოიღეთ ქათამი ღუმელიდან, დაასხით მისი წვენი, დააყარეთ ბაზილიკი და დატოვეთ 15 წუთი.
დაჭერით ქათამი და მიირთვით მდოგვთან ერთად. მე გირჩევთ. მზარეული გირჩევთ, რომ მიირთვათ დანა-ჩანგლის გარეშე.კერძი ასე უფრო გემრიელი ხდება.

Thursday, December 22, 2016

ფხალი ისპანახით




ისპანახი – ახალი ან გაყინული 400 გრ
კაკალი – ნიგოზი – 50 გრ გასუფთავებული
ბროწეული – გაფორმებისთვის – რამდენიმე ცალი
მწვანე აჯიკა – 25 გრ

მწვანე აჯიკა:
მწვანილი – ქინძი და ოხრახუში – 10 და 6 გ
ნიორი – 2 კბილი პატარა
სანელებლები – ხმელი-სუნელი და წიწაკა

ბლენდერში გავატაროთ კაკალი. კაკალი შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერი სხვა თხილით. ქართული კერძები ხშირად შეიცავს მწვანე აჯიკას, ასე რომ ეხლა მოვანზადოთ იგი. გადავდოთ კაკალი სხვა კონტეინერში და ბლენდერში მოვათავსოთ ოხრახუში, ქინძი, ხმელი-სუნელი, ნიორი და წიწაკა. კარგათ ავტქვიფოთ.
თუ თქვენ იყენებთ ახალ ისპანახს, მაშინ უნდა მოამზადოთ თაფაში ცოტა წყლით 1-2 წუთით სანამ არ დარბილდება, მაგრამ თუ იყენებთ გაყინულ ისპანახს, მაშინ უბრალოთ გაალღვეთ.
გაატარეთ ისპანახი ხორცსაკეპ მანქანაში, ბლენდერში ან წვრილად დაჭერით.
ისპანახის მწვანე მასას დაუმატეთ მწვანე აჯიკა, დაფქული თხილი და აურიეთ ყველაფერი საფუძვლიანად. ქართული კერძი თითქმის მზად არის. ამ მასიდან გავაკეთოთ ბურთულები, ზემოდან ოდნავ მივაწვეთ ხელით და დავალაგოთ თეფშზე. ზემოდან გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებით. თუ გსურთ დაამატეთ ერტმანეთში შერეული დაჭრილი ხახვი და ოხრახუში.

აბხაზურა



ინგრიდიენტები:
200 გრ საქონის ფარში
250 გრ ღორის ფარში
30 გრ მშრალი აჯიკა
15 გრ ნიორი
8 გრ კოწახური
100 გრ ხახვი
25 გრ ქინძი
10 გრ ბროწეულის მარცვალი
300 გრ ბადე ქონი (მუცლის)
50 გრ მზესუმზირის ზეთი

წვრილად დავკეპოთ ხახვი, მწვანილი და ნიორი, დავამატოთ საქონლის და ღორის ფარში, მოვაყაროთ აჯიკა და ბროწეულის მარცვლები, მოვაყაროთ მარილი გემოვნებით და კარგათ ავურიოთ. მიღებული მასით გავაკეთოთ მცირე ზომის კატლეტები. ბადე ქონი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და გავახვიოთ მასში კატლეტები. ცხელ ტაფაზე დავასხათ მზესუმზირის ზეთი, დავაწყოთ მასზე მიღებული კატლეტები და შევწვათ ორივე მხრიდან ნელ ცეცხლზე. 15 წუთის შემდეგ კერძი მზად იქნება. სუფრასთან მიტანისას კერძს მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი და კოწახური.

ბლინების ცომის მომზადების წესი რძეზე



500 მლ რძე
2 ც კვერცხი
2 ს/კ მცენარეული ზეთი
1 ს/კ შაქარი
მარილი

თასში ავთქვიფოთ კვერცხი და დავამატოთ შაქარი და მარილი. შაქარი დავამატოთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოიყენებთ ტკბილ შიგთავს. შემდეგ დავამატოთ რძე და კარგათ მოვურიოთ. აუცილებლათ გავფილტროთ  ფქვილი, რადგან არ ქონდეს ბურთულები რომ მივიღოთ ჰაეროვანი და ნაზი სტრუკტურა. თხელი ბლინები რომ მივიღოთ, ფქვილი დავამატოთ ეტაპობრივად და თან მოვურიოთ ხშირად. მზა ცომის კონსისტენცია უნდა იყოს როგორც თხევადი არაჯანი. დავამატოთ მცენარეული ზეთი და კვლავ ავურიოთ.
შემდეგ ავიღოთ ტაფა და კარგათ გავაცხელოთ. ავიღოთ ჩამჩა ავავსოთ 2/3 -ით ცომით და სწრაფად დავასხათ ტაფაზე. გამოვაცხოთ 2-3 წუთი თითო მხარე. გადმოვიღოთ ბლინები თეფშზე და წავუსვათ კარაქი.
გემრიელად მიირთვით!!

Tuesday, December 20, 2016

სტაფილოს პეროგი ნიგოზით და დარიჩინით



280 გრ რბილი კარაქი
200 გრ დაფქვილი შაქარი
300გრ  ყავისფერი შაქარი
5 ცალი კვერცხი
5 გრ ვანილი
1 ლიმონის(ან ფორთოხლის)წვენი და ცედრა
2 ჩ/კ დარიჩინი
130 გრ დაფქვილი ნუში
130 გრ დაფქვილი ბერძნული ნიგოზი
200 გრ ფქვილი
15 გრ გამაფხვიერებელი
მარილი (სამი თითით ავიღოთ)

  1. ავიღოთ სახეხი და მსხვილი მხრიდან გავხეხოთ სტაფილო.
  2. კვერცხი გავაცალკევოთ (გული და ცილა)
  3. ავიღოთ დიდი თასი და ავთქვიფოთ მასში. 200 გრ ყავისფერი შაქარი, კარაქი, ვანილი, ცედრა და კვერცხის გული. ათქვეფის შედეგად უნდა მივიღოთ კრემის რბილი მასა.
  4. ავიღოთ კიდევ ერთი თასი და მასში ავურიოთ ფქვილი გამაფხვიერებელი და დაბლენდერებული ნიგოზი.(სასურველია რომ ნიგოზი იყოს მოხალული სანამ ბლენდერში გავატარებთ რომ მივიღოთ არომატული და გემრიელი მასა)
  5. ცილას დავამატოთ 100 გრ შაქარი. ავთქვიფოთ სანამ არ შესქელდება.
  6. ავიღოთ კრემის რბილი მასა,დავუმატოთ დაბლენდერებული ნიგოზი ფქვილთან და გამაფხვიერებელთან ერთად,სტაფილო და ცილა.გავითვალისწინოთ ცილა ყველაზე ბოლოს დავამატოთ,მორევის პროცესში ხელის ფრთხილი მოძრაობით
  7. ფორმის მიმცემ ქვაბს წავუსვათ ზეტი და ფქვილი რომ გვერდბზე არ მიიწვას.შემდეგ  გადავიტანოთ ცომი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში.გავაჩეროთ 50-60 წუთი
       მოვამზადოთ მინანქარი ჩვენი პეროგისთვის:
200 გრ შაქრის ფხვილი ავურიოთ ლიმონის(ფორთოხლის)წვენში. მიღებული მასა წავუსვათ პეროგს. მიირთვით და ისიამოვნეთ!

პიცა სალიამით, ტომატის სოუსით და ყველით



200 გრ პიცის ცომი
100 გრ ტომატის სოუსი
100 გრ ყველი( სულგუნი ან მოცარელა)
100 გრ სალიამი
½ ჩ/კ წითელი წიწაკა( ახალი ან მწნილი). ეს ინგრიდიენტი მწარეს მოყვარულთათვის
5-6 ზეითუნი ( კურკის გარეშე)
ცოტა რაოდენობით ფქვილი
ხმელი ან ახალი რეღანი

ეს რეცეპტი გათვალისწინებულია 2-3 ადამიანზე.
  1. ზედაპირზე, სადაც გავაბრტყელებთ ცომს, მოაყარეთ ფქვილი.
  2. თხლად გავაბრტყელოთ ცომი ( ცომის რეცეპტი იხილეთ ქვემოთ). მიეცით  თქვენთვის სასურველი ან მრგვალი ფორმა. ზემოდან წაუსვათ ტომატის სოუსი( პიცის სოუსის რეცეპტი იხილეთ სოუსების განყოფილებაში)
  3. შემდეგ ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველის დიდი ნაწილი.
  4. დავჭრათ სალიმი და დავადოთ ზემოდან. აგრეთვე დავაყაროთ შუაზე დაყოფილი ზეითუნი და წიწაკა.
  5. მოვაყაროთ დარჩენილი ყველი.
  6. წინასწარ გაცხელებულ 180 გრადუსამდე ღუმელში შევდგათ პიცა. გავაჩეროთ 10-12 წუთი. თუ კი ოდნავ შებრაწული გიყვართ, მაშინ გააჩერეთ ღუმელში ცოტა დიდ ხანს.
როდესაც პიცა მზად იქნება, ამოვიღოთ ღუმელიდან, ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი რეღანი.

პიცის ცომის იტალიური რეცეპტი




1 ჩ/კ საფუარი
1 ჩ/კ მარილი
250-300 გრ ფქვილი
150 მლ წყალი
2 ს/კ მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი
½ ჩ/კ შაქარი

ჯერ მოვამზადოთ საფუარი. გავხსნათ საფუარი 150 მლ თბილ წყალში. იქვე დავუმატოთ შაქარი. 10 წუთის შემდეგ, როცა საფუარი კარგატ გაიხსნება წყალში, შეგვიძლია დავიწყოთ ცომის მოზელვა.  თასში ჩავყაროთ 200 გრ ფქვილი და დავუმატოთ მარილი. თასის ცენტრში გავაკეთოთ ჩაღრმავება და ჩავასხათ საფუარისგან მომზადებული მასა. კარგათ მოვზილოთ ცომი ხელებით. საწიროების შემტხვევაში დავუმატოთ ფქვილი.
შემდეგ შევხედოთ, რომ ცომი იყოს ოდნავ წებოვანი და არა მშრალი. როცა ვიგრძნობთ, რომ ცომი მზად იქნება, ჩავასხათ ტანაბრად ზეითუნის ზეთი. და კვლავ კარგათ მოვზილოთ. არ იჩქაროთ ფქვილის დამატება, თავიდან ცომი გახდება თვევადი/წებოვანი. გააგრძელეთ მოზელვა კიდევ მინიმუმ 10 წუთი. ცომი უნდა გახდეს გლუვი და ელასტიური.
შემდეგ დავაფაროთ სველი პირსახოცით და გავაჩეროთ 30 წუთი.
30 წუთის შემდეგ ცომი მოიმატებს ზომებში ორმაგად და გახდება უფრო გლუვი და ფაფუკი.
ცომის ზედაპირზე დავაყაროთ ფქვილი და დავიწყოთ მისი გაპრტყელება. ცომის სისქე უნდა იყოს 3-5 მმ. ამ ცომისგან უნდა გამოგვივიდეს ერთი დიდი ან 2 საშუალო ზომის პიცა.

გოგრის სუპ-პიურე



რეცეპტი 4 პერსონაზე

1 დაჭრილი ხახვი
2 კბილი ნიორი, წვრილად დაჭრილი
1/2 ჩ/კ დაფქვილი კოჭა
1/2 ჩ/კ დაფქვილი დარიჩინი
1/4 ს/კ წითელი წიწაკა (ჩილი)
500-600გრ გასუფთავებული და დაჭრილი გოგრა
1 ლიტრი ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი
დაჭრილი ოხრახუში (სურვილისამებრ)
ნაღები (სურვილისამებრ)
ზეითუნის ზეთი, მარილი, წიწაკა

1.გავათბოთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი დიდ ქვაბში დაბალ ცეცხლზე. დავამატოთ ხახვი და ნიორი, მოვურიოთ და შევწვათ ხახვი სანამ არ გახდება გამჭირვალე.
2. დავჭრათ გოგრა და დავამატოთ ქვაბში. 3-5 წუთი წუთის მანძილზე გავაჩეროთ ქვაბი ცეცხლზე სანამ გოგრა არ შეიწვება.( სანახევროდ)
3. დავამატოთ ბულიონი და ავადუღოთ.
4. დავუწიოთ ცეცხლს და ვხარშოთ დაახლოვებით 30 წუთის განმავლობაში ან სანამ გოგრა არ დარბილდება.
5.შემდეგ ამოვიღოთ გოგრა და მოვათავსოთ ბლენდერში ან ხელის მიკსერით ავთქვიფოთ ქვაბში.
6.დავამატოთ ნაღები (მე ვიყენებ ½ ჭიქას) და ოხრახუში სურვილისამებრ; მარილი და პილპილი გემოვნებით.
7. კერძი მივირთვათ ცხელი ხრაშუნა პურით ან გრენკებით.

გამომცხვარი ქათმის ფრთების



500-600 გრ ქათმის ფრთები
3 ს/კ თაფლი
150-200 გრ კარაქი
პილპიმი და მარილი
2-3 კბილი ნიორი
1 ჩ/კ მშრალი წითელი ცხარე წიწაკა
½ გაწურული ლიმონი (ან მთლიანი)

დავადნოთ კარაქი მიკროტალღურ ღუმელში ან ორტქლზე. დავუმატოთ თაფლი, წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი, წიწაკა და ახლად გაწურული ნახევარი ლიმონი.
ეს ყველაფერი კარგათ ავურიოთ მანამ, სანამ თაფლი არ გახდება ერთიანი. შემდეგ ჩავდოთ ქათმის ფრთები, გავაკეთოთ მარინადი. გავაჩეროთ 20-30 წუთი.
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე, ტაფაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დაალაგეთ ქათმის ფრტები. გავაჩეროთ დაახლოებით 20-25 წუთი. როცა შეიწვება ერთ მხარეს, გადავატრიალოთ და გამოვაცხოთ კიდე 10-15 წუთი. როცა ფრთები მიიღებენ ოქროსფერს და ხრაშუნა ზედაპირს გამოიღეთ ღუმელიდან.  

ღორის შემწვარი ბარკალი




800-1000 გრ ღორის ბარკალი
5-6 კბილი ნიორი
2-3 ჩ/კ სვანური მარილი
1 ჩ/კ თაფლი
1 ჩ/კ მდოგვი
1 ს/კ მაიონეზი

ავიღოთ ღორის ბარკალი და კარგად გავასუფთავოთ კანი. ისე რომ არ დარჩეს ბეწვი ან სხვა რაიმე ჭუჭყი. შემდეგ კარგად გავრეცხოთ და გავაშროთ. კანში გავაკეთოთ ღრმა ნაჭდობები ისე რომ ჩაეტიოს მასში შუაზე გაჭრილი ნიორის კბილები. წავუსვათ მარილი ბარკალს კანზე. სურვილასამებრ დავამატოთ სუნელოვანი ბალახი.
ავიღოთ მაიონეზი, თაფლი, მდოგვი და შევურიოთ ერთმანეთში, შემდეგ წავუსვათ ბარკალს ისე რომ კანს ქვემოთაც მოხვდეს. დავტოვოთ რამოდენიმე საათი ბარკალი ამ მდგომარეობაში. (სასურველი და იდეალური არის თუ მთელი ღამით გავაჩერებთ)
შემდეგ ავიღოთ პარკი (სპეციალური პარკი არსებობს ღუმელში ბარკალის შესახვევათ რომელიც უნარჩუნებს ცხიმიანობას) გავხვიოთ მასში ბარკალი და ზემოდან ფოლგა შემოვახვიოთ. დავდოთ ტაფაზე და შევდგათ 160-170 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 2 ან 2,5 საათით. თუ ამ დროის გასვლის შემდეგ ბარკალი არ მიიღებს ოქროსფერს მოვუმატოთ გრადუსს და გავაჩეროთ იმდენ ხანს სანამ ბარკალი არ მიიღებს ოქროსფერს. ოქროსფერის  მიღების შემდეგ გამოვრთოთ ღუმელი და გამორთულ ღუმელში კიდევ 30 წუთით გავაჩეროთ ბარკალი. კერძი მზად არის..გემრიელად მიირთვით!

Monday, December 19, 2016

კატლეტი კორდონ ბლუ ქათმის მკერდისგან



ქათმის მკერდი 2 ნაჭერი საშუალო ზომის
120 გრ ყველი.შეარჩიეთ თქვენი გემოვნებით
150 გრ დაჭრილი ლორი
100 გრ ხორბლის ფქვილი
100 გრ საფანელი (მცირე ფქვილი ამოსავლებად)
2 ც  კვერცხი
150-200 მლ ზეთი
მარილი და პილპილი გემოვნებით


1.ავიღოთ ქათმის ფილე და ჩავჭრათ ისე რომ მიიღოს ჯიბის ფორმა.ხოლო შემდეგ ე.წ ჯიბეებში ჩავდოთ დაჭრილი ლორი და ყველი.ჯიბეები შევკრათ კბილის ჩხირით
2.ავიღოთ საშუალო ზომის თასი და მასში ავთქვიფოთ კვერცხი
3.ქათმის მკერდი შევზილოთ მარილით და პილპილით,შემდეგ ამოვავლოთ ფქვილში,ამოვავლოთ ათქვეფილ კვერცხში და ბოლოს ამოვავლოთ საფანელში.
4.ავიღოთ ტაფა.შემოვდგათ ცეცხლზე და დავასხათ ზეთი ტაფაში.(კატლეტი შეიძლება შევწვათ ტაფის ნაცვლად ფრიტუნიცაში.მაგრამ,ამისთვის ბევრი ზეთი დაგვჭირდება)
5.კატლეტი კარგად შევწვათ ორივე მხრიდან.საშუალო ცეცხლზე.სანამ არ მიიღებს ოქროსფერს
6.ამოვიღოთ კატლეტი როცა უკვე იქნება ოქროსფერი და დავდოთ 1 წუთის განმავლობაში ქაღალდის ხელსახოცზე.სანამ კატლეტზე არსებული ზეთი არ გაიწოვება

კიევური კატლეტის მომზადების რეცეფტი




500 გრ ქათმის ფილე
200 გრ კარაქი
4 ს/კ ფქვილი
2 ც კვერცხი
200 მლ რძე
200 გრამიანი 1 ჭიქა საფანელი
200 მლ ზეთი
1 კონა ნიახური
მარილი და პილპილი

მომზადების წესი
ავიღოთ ქათმის ფილე. დავდოთ დაფაზე და დავკეპოთ ისე, რომ არ დავაზიანოთ. სისქე უნდა შეინარჩუნოს 4-5 მილიმეტრი. შემდეგ შევზილოთ პირპილით და მარილით. გადავდოთ გვერდით უკვე მომზადებული ფილე. დავიწყოთ კატლეტის შიგთავსის მომზადება. წვრილად დავჭრათ ნიახური და შევურიოთ წინასწარ მომზადებულ დარბილებულ კარაქს. მომზადებული შიგთავსი გადავანაწილოთ 2 სუფრის კოვზსში და შევდგათ საყინულეში. ეს იმიტომ არის საჭირო, რომ გამაგრებული შიგთავსი ადვილად შევახვიოთ ქათმის ფილეში. შემდეგ გამოვიღოთ უკვე მზა შიგთავსი საყინულედან და მოვათავსოთ ქათმის ფილეს შუაში, გადავახვიოთ ისე, რომ მივიღოთ გრძელი კალბასის ფორმის კატლეტი. უმთავრესი ის არის, რომ კატლეტის შიგთავსი არ უნდა ჩანდეს არცერთი მხრიდან. უკვე მზა კატლეტი შევდგათ საყინულეში 5 წუთით. ისე რომ ცოტათი შემაგრდეს. რადგან საფანელში ამოვლების დროს შეინარჩუნოს თავდაპირველი ფორმა. სანამ კატლეტი საყინულესი დევს. ავიღოთ 2 კვერცხი და ავთქვიფოთ 200 მლ რძეში. შემდეგ გამოვიღოთ საყინულედან კატლეტი და ამოვავლოთ ჯერ ფქვილში. შემდეგ კვერცხი/რძე ში. საფანელში, შემდეგ ისევ კვერცხი/რძე ში და სულ ბოლოს საფანელში. ავიღოთ ტაფა შემოვდგათ ცეცხლზე და ჩავასხათ ზეთი. გაცხელებულ ზეთში  ჩავაწყოთ მზა კატლეტი და შევწვათ 5-7 წუთით. კატლეტი როგორც კი მიიღებს ოქროსფერს. შემდეგ ავიღოთ კატლეტი და შევაწყოთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და გავაჩეროთ 10 წუთით. მზად არის ჩვენი კიევური კატლეტი.
შენიშვნა;
შიგთავსს შეგიძლიათ დაამატოთ  სოკო, ყველი და ნებისმიერი სხვა რამ თქვენი გემოვნებით. ხოლო გარნირად შეგიძლიათ მიირთვათ კართოფილთან(პიურე, ფრი)ბოსტნეულთთან (ნებისმიერი სახეობა)ანაც მხოლოდ კატლეტი გარნირის გარეშე.

ლობიო ტომატის სოუსით და კვერცხით



3-4 კვერცხი
400 გრ მოხარშული ან დაკონსერვებული ლობიო
400 გრ დაჭრილი პომიდორი
2 კბილი ნიორი
1 საშუალო ზომის ხახვი
½ ჩ/კ მწარე წითელი წიწაკა
2 ს/კ დაჭრილი ახალი კინძი
1 ჩ/კ სვანური მარილი
ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი
პურისგან დავამზადოთ სუხარი და მივირთვათ სოუსთან ერთად

საშუალო ზომის ქვაბში ან ტაფაზე შევათბოთ ზეთი. დავამატოთ დაჭრილი ნიორი და ხახვი. შევწვათ სანამ არ მიიღებს ოქროსფერს.
2. დავამატოთ ლობიო, დაჭრილი პომიდორი და წითელი წიწაკა. ვადუღოთ საშუალო ცეცხლზე სანამ ოდნავ არ შესქელდება.
3.  შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი და კვლავ ვადუღოთ დაახლოებით 2 წუთი.
4. დავამატოთ სვანური მარილი, თუ საკმარისი არ იქნება შეგიძლიათ დაამატოთ ჩვეულებრილი მარილი.
5. სუფრის კოვზით კერძის შუაგულში გაუკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით კვერცხი.
წინასწარ გაცხელებულ 180 გრადუსამდე ღუმელში შევდგათ ქვაბი ან ტაფა დაახლოვებით 5-6 წუთით, სანამ კვერცხი მზად არ იქნება(ბოლომდე არ შევწვათ).
7.  მიირთვის კერძი ცხელი პურთან ერთად. სურვილისამებრ დააყარეთ შავი დაფქვილი პილპილი.

შემწვარი ხახვის რგოლები ლუდის კლარში




2-3 ც ხახვი
2 ც კვერცხი
300 მლ თეთრი ლუდი
100 გრ ხორბლის ფქვილი
1 ჩ/კ პაპრიკა
მარილი, პილპილი
ზეთი

დავჭრათ ხახვი წვრილ რგოლებათ. გავაცალკევოთ კვერცხის გული ცილისგან, და ცილა ავთქვიფოთ სანამ არ მივიღებთ სქელ ქაფს. კვერცხის გულებს დავუმატოთ მარილი, ფქვილი და ლუდი. ავთქვიფოთ სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. შემდეგ ფრთხილად დავამატოთ კვერცხის ცილისგან მიღებული მასა კლარში და ისევ ავთქვიფოთ ერთგვაროვან მასამდე.
შემდეგ ავიღოთ პაპრიკა და ავურიოთ ფქვილში და პილპილში. ამოვავლოთ მასში ხახვის რგოლები.
ღრმა ტაფაში გავაცხელოთ ზეთი. ხახვის რგოლები ( რომელიც უკვე ამოვლებულია ფქვილში და პაპრიკაში) ამოვავლოთ კლარში და დავდოთ გაცხელებულ ზეთში. შევწვათ სანამ რგოლები არ მიიღებს ოქროსფერს.სასურველია მივირთვათ ნივრის სოუსთან ერთად.
გემრილად მიირთვით!!

ღუმელში შემწვარი კარტოფილი ნივრით




200-300 გრ კართოფილი
1 ჩ/კ ჩვეულებრივი ან სვანური მარილი
2 კბილი ნიორი
50 მლ ზეთი
რამოდენიმე ტოტი როზმარინი ან ქინძი
ფოლგა

კარგათ გავრეცხოთ და გავაშროთ კართოფილი. თუ კართოფილი ახალია, ფრთხილად გავრეცხოთ, რათა არ დაზიანდეს კანი. წვრილად დავჭრათ და დავჭყლიტოთ ნიორი. ავიღოთ მომზადებული ნიორი, დავაყაროთ სვანური მარილი და წვრილად დაჭრილი როზმარინის ან კინძის ფოთლები. ავიღოთ ყველა მზა ინგრიდიენტი, დავუმატოთ ზეთი და კარგათ მოვურიოთ.
მიღებული მასა თანაბრად წაუსვათ კართოფილს. კარტოფილის ზედაპირზე მოხვედრილი ნიორი შეწვის შემდეგ სასიამოვნოთ უნდა ხრაშუნობდეს.
მომზადებული კართოფილი ავიღოთ, სათითაოთ შევახვიოთ ფოლგაში და დავალაგოთ ტაფაზე. შევდგათ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30-40 წუთით. ( შეწვის დრო დამოკიდებულია კართოფილის ზომაზე)
გამოვიღოთ კართოფილი ღუმელიდან და სანამ მივირთმევთ ცოტა შევაგრილოთ.
გემრიელად მიირთვით!

შემწვარი ღორის ნეკნები



1 კგ ღორის ნეკნები
1 ჩ/კ დაფქვილი წითელი წიწაკა
2 ჩ/კ სვანური მარილი(ან ჩვეულებრივი)
1 ც ხახვი
2 ს/კ მაიონეზი
3 კბილი ნიორი

ავიღოთ თასი და მასში ავურიოთ მაიონეზ, ნიორი დაჭყლეტილი(ან წვრილად დაჭრილი),ხახვი(დაჭრილი მთვარისებურად).წიწაკა და სვანური მარილი.
ავიღოთ ნეკნები და კარგად გავრეცხოთ. შემდეგ გავაშროთ და წავუსვათ თასში მიღებული მარინადი. გავაჩეროთ 1 საათით ნეკნები რომ კარგად გაუჯდეს მარინადი.
ამის შემდეგ ავიღოთ ნეკნები და გავახვიოთ ფოლგაში ისე რომ არ ჩანდეს არც ერთი მხრიდან. შევამოწმოთ ფოლგა და გადავუხვიოთ ყველა კუთხე.
შემდეგ დავაწყოთ ნეკნები ტაფაზე და შევდგათ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 1 საათი და 30 წუთით. საათნახევრის გასვლის შემდეგ გავხსნათ ფოლგა და კიდევ შევწვათ 15-20 წუთი სანამ არ მიიღებს ნეკნები ხრაშუნა ფორმას.
მომზადებული ნეკნები დავაწყოთ თეფშზე და დავჭრათ ლამაზი ფორმით.
გემრიელათ მიირთვით!!

ღუმელში გამომცხვარი ბადრიჯანი ყველით და პომიდორით



4ც ბადრიჯანი
5ც პომიდორი
4-5 კბილი ნიორი
150 გრ ყველი (მოცარელა ან სულგუნი)
მარილი, პილპილი გემოვნებით
2 ს/კ მცენარეული ზეთი
1 კონა ნიახური

კარგათ გავრეცხოთ ბადრიჯანი და გავჭრათ სიგრძეზე 4-5 ნაწილად ოღონდ ბოლომდე არა. გადავდოთ ბადრიჯანი გვერძდით 10-20 წუთით.
დავჭრათ პომიდორი და ყველი. შემდეგ დავალაგოთ ბადრიჯანი გამოსაცხობ ფორმაში და წავუსვათ ზეთი როგორც ფორმას ასევე ბადრიჯანს. გაჭრილ ადგილებში დავალაგოთ კუბიკებათ დაჭრილი ყველი და რგოლებათ დაჭრილი პომიდორი, მწვანილი და წვრილად დაჭრილი ნიორი. გავათბობ ღუმელი 180-200 გრადუსამდე და გამოვაცხოთ ბადრიჯანი დაახლოებით 20-25 წუთი.
გემრიელად მიირთვით!

ხარჩო -ქართული წესით მომზადებული


600 გრ საქონლის ხორცი ძვალზე
2 თავი ხახვი
2 სტაფილო
5 კბილი ნიორი
100-120 გრ ნიგოზი
1 ჩ/კ ხმელი სუნელი
150 გრ ბრინჯი
1 კონა ქინძი
მარილი, პილპილი გემოვნებით
2 ც დაფნის ფოთოლი
4-5 ცალი პომიდორი ან ტომატი
1 ცალი მწარე წითელი წიწაკა

მოვხარშოთ ხორცი 1 საათი და 30 წუთის 5 განმავლობაში. რომ მივიღოთ გამჭირვალე ბულიონი აუცილებლად  მოვაცილოთ ჭუჭყიანი ზედაპირი. სანამ იხარშება ბულიონი წვრილად დავჭრათ ნიგოზი და ცხიმის გარეშე მოვხალოთ ტაფაზე.
კარგათ გავრეცხოთ ბრინჯი. წვრილად დავჭრათ ხახვი, სტაფილო დავჭრათ ნახევარ-მთვარისებურად. შემდეგ ავიღოთ პომიდორი, დავასხათ მდუღარე წყალი, მოვაცილოთ კანი და გავატაროთ ბლენდერში. ხახვი და სტაფილო შევწვათ საშუალო ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.
ამოვიღოთ ხორცი ბულიონიდან და დავამატოთ ქვაბში სადაც იწვებოდა ხახვი და სტაფილო, და მოვთუშოთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ პომიდვრის პიურე და საცერში გატარებული ბულიონი.
როცა ბულიონი ადუღდება დავამატოთ ბრინჯი და ვხარშოთ 15-20 წუთი. ბრინჯის დამატებიდან 10 წუთის შედეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, წითელი წიწაკა, ხმელი-სუნელი, ნიგოზი, დაჭრილი მწვანილი, მარილი, პილპილი და დაფნის ფოთოლი.ხარჩო მზად არის!
გემრიელად მიირთვით!!