Tuesday, December 20, 2016

გოგრის სუპ-პიურე



რეცეპტი 4 პერსონაზე

1 დაჭრილი ხახვი
2 კბილი ნიორი, წვრილად დაჭრილი
1/2 ჩ/კ დაფქვილი კოჭა
1/2 ჩ/კ დაფქვილი დარიჩინი
1/4 ს/კ წითელი წიწაკა (ჩილი)
500-600გრ გასუფთავებული და დაჭრილი გოგრა
1 ლიტრი ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი
დაჭრილი ოხრახუში (სურვილისამებრ)
ნაღები (სურვილისამებრ)
ზეითუნის ზეთი, მარილი, წიწაკა

1.გავათბოთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი დიდ ქვაბში დაბალ ცეცხლზე. დავამატოთ ხახვი და ნიორი, მოვურიოთ და შევწვათ ხახვი სანამ არ გახდება გამჭირვალე.
2. დავჭრათ გოგრა და დავამატოთ ქვაბში. 3-5 წუთი წუთის მანძილზე გავაჩეროთ ქვაბი ცეცხლზე სანამ გოგრა არ შეიწვება.( სანახევროდ)
3. დავამატოთ ბულიონი და ავადუღოთ.
4. დავუწიოთ ცეცხლს და ვხარშოთ დაახლოვებით 30 წუთის განმავლობაში ან სანამ გოგრა არ დარბილდება.
5.შემდეგ ამოვიღოთ გოგრა და მოვათავსოთ ბლენდერში ან ხელის მიკსერით ავთქვიფოთ ქვაბში.
6.დავამატოთ ნაღები (მე ვიყენებ ½ ჭიქას) და ოხრახუში სურვილისამებრ; მარილი და პილპილი გემოვნებით.
7. კერძი მივირთვათ ცხელი ხრაშუნა პურით ან გრენკებით.

No comments:

Post a Comment