Thursday, December 22, 2016

აბხაზურა



ინგრიდიენტები:
200 გრ საქონის ფარში
250 გრ ღორის ფარში
30 გრ მშრალი აჯიკა
15 გრ ნიორი
8 გრ კოწახური
100 გრ ხახვი
25 გრ ქინძი
10 გრ ბროწეულის მარცვალი
300 გრ ბადე ქონი (მუცლის)
50 გრ მზესუმზირის ზეთი

წვრილად დავკეპოთ ხახვი, მწვანილი და ნიორი, დავამატოთ საქონლის და ღორის ფარში, მოვაყაროთ აჯიკა და ბროწეულის მარცვლები, მოვაყაროთ მარილი გემოვნებით და კარგათ ავურიოთ. მიღებული მასით გავაკეთოთ მცირე ზომის კატლეტები. ბადე ქონი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და გავახვიოთ მასში კატლეტები. ცხელ ტაფაზე დავასხათ მზესუმზირის ზეთი, დავაწყოთ მასზე მიღებული კატლეტები და შევწვათ ორივე მხრიდან ნელ ცეცხლზე. 15 წუთის შემდეგ კერძი მზად იქნება. სუფრასთან მიტანისას კერძს მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი და კოწახური.

No comments:

Post a Comment