Monday, December 19, 2016

შემწვარი ხახვის რგოლები ლუდის კლარში




2-3 ც ხახვი
2 ც კვერცხი
300 მლ თეთრი ლუდი
100 გრ ხორბლის ფქვილი
1 ჩ/კ პაპრიკა
მარილი, პილპილი
ზეთი

დავჭრათ ხახვი წვრილ რგოლებათ. გავაცალკევოთ კვერცხის გული ცილისგან, და ცილა ავთქვიფოთ სანამ არ მივიღებთ სქელ ქაფს. კვერცხის გულებს დავუმატოთ მარილი, ფქვილი და ლუდი. ავთქვიფოთ სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. შემდეგ ფრთხილად დავამატოთ კვერცხის ცილისგან მიღებული მასა კლარში და ისევ ავთქვიფოთ ერთგვაროვან მასამდე.
შემდეგ ავიღოთ პაპრიკა და ავურიოთ ფქვილში და პილპილში. ამოვავლოთ მასში ხახვის რგოლები.
ღრმა ტაფაში გავაცხელოთ ზეთი. ხახვის რგოლები ( რომელიც უკვე ამოვლებულია ფქვილში და პაპრიკაში) ამოვავლოთ კლარში და დავდოთ გაცხელებულ ზეთში. შევწვათ სანამ რგოლები არ მიიღებს ოქროსფერს.სასურველია მივირთვათ ნივრის სოუსთან ერთად.
გემრილად მიირთვით!!

No comments:

Post a Comment