Friday, December 23, 2016

ტომატის სოუსი პიცისთვის



600 გრ ახალი პომიდორი
3/4 კბილი ნიორი
2 მწარე წითელი წიწაკა
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
2 ძირი რეჰანი და ქინძი
100 გრ შაქარი
მარილი და პილპილი გემოვნებით

ბლენდერში ჩავყაროთ პომიდორი და წიწაკა. ავთქვიფოთ მანამ, სანამ არ მივიღებთ ერთიან მასას.შემდეგ გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი ტაფაში ან ქვაბში. გაცხელებულ ზეთში შევწვათ ნიორი 1 წუთის განმავლობაში.შემდეგ დავამატოთ ბლენდერში მიღებული მასა, შაქარი, მარილი და მივიყვანოთ დუღილამდე. ნელ ცეცხლზე ვხარშოთ 30-40 წუთის განმავლობაში,mპერიოდულად ვურიოთ მანამსანამ სოუსი არ შესქელდება. თუ გნებავთ რომ მიიღოთ სოუსის სქელი მასა, მაშინ მოვხარშოთ 1 საათის განმავლობაში. სოუსის მომზადების პერიოდში არ დავახუროთ თავსახური ქვაბს. სულ ბოლოს უკვე მზა მიღებულ სოუსს დავამატოთ დაჭრილი ქინძი და რეჰანი. თუ თქვენ არ მოიხმართ მომზადებულ სოუსს ერთჯერადად მთლიანად, შეგიძლიათ შეინახოთ საყინულეში შემდეგ გამოყენებამდე 3 თვის განმავლობაში..

No comments:

Post a Comment