Monday, December 19, 2016

ლობიო ტომატის სოუსით და კვერცხით



3-4 კვერცხი
400 გრ მოხარშული ან დაკონსერვებული ლობიო
400 გრ დაჭრილი პომიდორი
2 კბილი ნიორი
1 საშუალო ზომის ხახვი
½ ჩ/კ მწარე წითელი წიწაკა
2 ს/კ დაჭრილი ახალი კინძი
1 ჩ/კ სვანური მარილი
ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი
პურისგან დავამზადოთ სუხარი და მივირთვათ სოუსთან ერთად

საშუალო ზომის ქვაბში ან ტაფაზე შევათბოთ ზეთი. დავამატოთ დაჭრილი ნიორი და ხახვი. შევწვათ სანამ არ მიიღებს ოქროსფერს.
2. დავამატოთ ლობიო, დაჭრილი პომიდორი და წითელი წიწაკა. ვადუღოთ საშუალო ცეცხლზე სანამ ოდნავ არ შესქელდება.
3.  შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი და კვლავ ვადუღოთ დაახლოებით 2 წუთი.
4. დავამატოთ სვანური მარილი, თუ საკმარისი არ იქნება შეგიძლიათ დაამატოთ ჩვეულებრილი მარილი.
5. სუფრის კოვზით კერძის შუაგულში გაუკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით კვერცხი.
წინასწარ გაცხელებულ 180 გრადუსამდე ღუმელში შევდგათ ქვაბი ან ტაფა დაახლოვებით 5-6 წუთით, სანამ კვერცხი მზად არ იქნება(ბოლომდე არ შევწვათ).
7.  მიირთვის კერძი ცხელი პურთან ერთად. სურვილისამებრ დააყარეთ შავი დაფქვილი პილპილი.

No comments:

Post a Comment