Monday, December 19, 2016

ყვავილოვანი კომბოსტის სუპ-პიურე



700-800 გრ ყვავილოვანი კომბოსტო
200 გრ კარტოფილი
200 გრ ნაღები 10%-20%
100 გრ ხახვი
1 ს/კ კარაქი
1 კბილი ნიორი ( სურვილებსამებრ)
მარილი, პილპილი

პატარ-პატარა ნაწილებათ დავჭრათ ყვავილოვანი კომბოსტო. გავფცქვნათ კართოფილი და დავჭრათ კუბიკებათ. აგრეთვე გავასუფთავოთ ხახვი და წვრილად დავჭრათ. ავიღოთ ქვაბი რომელსაც აქვს სქელი ძირი და გავათბოთ კარაქი და შევწვათ ხახვი 3-4 წუთის განმავლობაში. დავამატოთ კართოფილი და ყვავილოვანი კომბოსტო, დავასხათ ცხელი წყალი ისე რომ დაიფაროს ბოსტნეული.შემდეგ დავაყაროთ მარილი, პილპილი და ვხარშოთ 20-25 წუთის მანამ სანამ არ დარბილდება კართოფილი და კომბოსტო. როცა ბოსტნეული მოიხარშება გადავასხათ ბულიონი და შევინახოთ. ჩავყაროთ ბოსტნეული ბლენდერში, დავასხათ ცოტა ბულიონი და წყრილად დაჭრილი ნიორი. ავთქვიფოთ სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან კრემისებურ მასას.
გადავასხათ კრემ-სუპი ისევ ქვაბში, დავამატოთ ნაღები და მოვურიოთ. გავაცხელოთ სუპი სასურველ ტემპერატურამდე, მაგრამ არ ავადუღოთ. თუ გსურთ რომ სუპი იყოს უფრო თხევადი მაშინ დავამათოთ ცოტა მეტი ბულიონი. მიირთვის სუპი სუხარით და შემწვარი ბეკონით.
გემრიელად მიირთვით!

No comments:

Post a Comment