Monday, December 19, 2016

შემწვარი ღორის ნეკნები



1 კგ ღორის ნეკნები
1 ჩ/კ დაფქვილი წითელი წიწაკა
2 ჩ/კ სვანური მარილი(ან ჩვეულებრივი)
1 ც ხახვი
2 ს/კ მაიონეზი
3 კბილი ნიორი

ავიღოთ თასი და მასში ავურიოთ მაიონეზ, ნიორი დაჭყლეტილი(ან წვრილად დაჭრილი),ხახვი(დაჭრილი მთვარისებურად).წიწაკა და სვანური მარილი.
ავიღოთ ნეკნები და კარგად გავრეცხოთ. შემდეგ გავაშროთ და წავუსვათ თასში მიღებული მარინადი. გავაჩეროთ 1 საათით ნეკნები რომ კარგად გაუჯდეს მარინადი.
ამის შემდეგ ავიღოთ ნეკნები და გავახვიოთ ფოლგაში ისე რომ არ ჩანდეს არც ერთი მხრიდან. შევამოწმოთ ფოლგა და გადავუხვიოთ ყველა კუთხე.
შემდეგ დავაწყოთ ნეკნები ტაფაზე და შევდგათ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 1 საათი და 30 წუთით. საათნახევრის გასვლის შემდეგ გავხსნათ ფოლგა და კიდევ შევწვათ 15-20 წუთი სანამ არ მიიღებს ნეკნები ხრაშუნა ფორმას.
მომზადებული ნეკნები დავაწყოთ თეფშზე და დავჭრათ ლამაზი ფორმით.
გემრიელათ მიირთვით!!

No comments:

Post a Comment