Thursday, December 22, 2016

ფხალი ისპანახით




ისპანახი – ახალი ან გაყინული 400 გრ
კაკალი – ნიგოზი – 50 გრ გასუფთავებული
ბროწეული – გაფორმებისთვის – რამდენიმე ცალი
მწვანე აჯიკა – 25 გრ

მწვანე აჯიკა:
მწვანილი – ქინძი და ოხრახუში – 10 და 6 გ
ნიორი – 2 კბილი პატარა
სანელებლები – ხმელი-სუნელი და წიწაკა

ბლენდერში გავატაროთ კაკალი. კაკალი შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერი სხვა თხილით. ქართული კერძები ხშირად შეიცავს მწვანე აჯიკას, ასე რომ ეხლა მოვანზადოთ იგი. გადავდოთ კაკალი სხვა კონტეინერში და ბლენდერში მოვათავსოთ ოხრახუში, ქინძი, ხმელი-სუნელი, ნიორი და წიწაკა. კარგათ ავტქვიფოთ.
თუ თქვენ იყენებთ ახალ ისპანახს, მაშინ უნდა მოამზადოთ თაფაში ცოტა წყლით 1-2 წუთით სანამ არ დარბილდება, მაგრამ თუ იყენებთ გაყინულ ისპანახს, მაშინ უბრალოთ გაალღვეთ.
გაატარეთ ისპანახი ხორცსაკეპ მანქანაში, ბლენდერში ან წვრილად დაჭერით.
ისპანახის მწვანე მასას დაუმატეთ მწვანე აჯიკა, დაფქული თხილი და აურიეთ ყველაფერი საფუძვლიანად. ქართული კერძი თითქმის მზად არის. ამ მასიდან გავაკეთოთ ბურთულები, ზემოდან ოდნავ მივაწვეთ ხელით და დავალაგოთ თეფშზე. ზემოდან გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებით. თუ გსურთ დაამატეთ ერტმანეთში შერეული დაჭრილი ხახვი და ოხრახუში.

No comments:

Post a Comment