Tuesday, December 20, 2016

ღორის შემწვარი ბარკალი




800-1000 გრ ღორის ბარკალი
5-6 კბილი ნიორი
2-3 ჩ/კ სვანური მარილი
1 ჩ/კ თაფლი
1 ჩ/კ მდოგვი
1 ს/კ მაიონეზი

ავიღოთ ღორის ბარკალი და კარგად გავასუფთავოთ კანი. ისე რომ არ დარჩეს ბეწვი ან სხვა რაიმე ჭუჭყი. შემდეგ კარგად გავრეცხოთ და გავაშროთ. კანში გავაკეთოთ ღრმა ნაჭდობები ისე რომ ჩაეტიოს მასში შუაზე გაჭრილი ნიორის კბილები. წავუსვათ მარილი ბარკალს კანზე. სურვილასამებრ დავამატოთ სუნელოვანი ბალახი.
ავიღოთ მაიონეზი, თაფლი, მდოგვი და შევურიოთ ერთმანეთში, შემდეგ წავუსვათ ბარკალს ისე რომ კანს ქვემოთაც მოხვდეს. დავტოვოთ რამოდენიმე საათი ბარკალი ამ მდგომარეობაში. (სასურველი და იდეალური არის თუ მთელი ღამით გავაჩერებთ)
შემდეგ ავიღოთ პარკი (სპეციალური პარკი არსებობს ღუმელში ბარკალის შესახვევათ რომელიც უნარჩუნებს ცხიმიანობას) გავხვიოთ მასში ბარკალი და ზემოდან ფოლგა შემოვახვიოთ. დავდოთ ტაფაზე და შევდგათ 160-170 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 2 ან 2,5 საათით. თუ ამ დროის გასვლის შემდეგ ბარკალი არ მიიღებს ოქროსფერს მოვუმატოთ გრადუსს და გავაჩეროთ იმდენ ხანს სანამ ბარკალი არ მიიღებს ოქროსფერს. ოქროსფერის  მიღების შემდეგ გამოვრთოთ ღუმელი და გამორთულ ღუმელში კიდევ 30 წუთით გავაჩეროთ ბარკალი. კერძი მზად არის..გემრიელად მიირთვით!

No comments:

Post a Comment