Monday, December 19, 2016

კატლეტი კორდონ ბლუ ქათმის მკერდისგან



ქათმის მკერდი 2 ნაჭერი საშუალო ზომის
120 გრ ყველი.შეარჩიეთ თქვენი გემოვნებით
150 გრ დაჭრილი ლორი
100 გრ ხორბლის ფქვილი
100 გრ საფანელი (მცირე ფქვილი ამოსავლებად)
2 ც  კვერცხი
150-200 მლ ზეთი
მარილი და პილპილი გემოვნებით


1.ავიღოთ ქათმის ფილე და ჩავჭრათ ისე რომ მიიღოს ჯიბის ფორმა.ხოლო შემდეგ ე.წ ჯიბეებში ჩავდოთ დაჭრილი ლორი და ყველი.ჯიბეები შევკრათ კბილის ჩხირით
2.ავიღოთ საშუალო ზომის თასი და მასში ავთქვიფოთ კვერცხი
3.ქათმის მკერდი შევზილოთ მარილით და პილპილით,შემდეგ ამოვავლოთ ფქვილში,ამოვავლოთ ათქვეფილ კვერცხში და ბოლოს ამოვავლოთ საფანელში.
4.ავიღოთ ტაფა.შემოვდგათ ცეცხლზე და დავასხათ ზეთი ტაფაში.(კატლეტი შეიძლება შევწვათ ტაფის ნაცვლად ფრიტუნიცაში.მაგრამ,ამისთვის ბევრი ზეთი დაგვჭირდება)
5.კატლეტი კარგად შევწვათ ორივე მხრიდან.საშუალო ცეცხლზე.სანამ არ მიიღებს ოქროსფერს
6.ამოვიღოთ კატლეტი როცა უკვე იქნება ოქროსფერი და დავდოთ 1 წუთის განმავლობაში ქაღალდის ხელსახოცზე.სანამ კატლეტზე არსებული ზეთი არ გაიწოვება

No comments:

Post a Comment