Tuesday, December 20, 2016

პიცა სალიამით, ტომატის სოუსით და ყველით



200 გრ პიცის ცომი
100 გრ ტომატის სოუსი
100 გრ ყველი( სულგუნი ან მოცარელა)
100 გრ სალიამი
½ ჩ/კ წითელი წიწაკა( ახალი ან მწნილი). ეს ინგრიდიენტი მწარეს მოყვარულთათვის
5-6 ზეითუნი ( კურკის გარეშე)
ცოტა რაოდენობით ფქვილი
ხმელი ან ახალი რეღანი

ეს რეცეპტი გათვალისწინებულია 2-3 ადამიანზე.
  1. ზედაპირზე, სადაც გავაბრტყელებთ ცომს, მოაყარეთ ფქვილი.
  2. თხლად გავაბრტყელოთ ცომი ( ცომის რეცეპტი იხილეთ ქვემოთ). მიეცით  თქვენთვის სასურველი ან მრგვალი ფორმა. ზემოდან წაუსვათ ტომატის სოუსი( პიცის სოუსის რეცეპტი იხილეთ სოუსების განყოფილებაში)
  3. შემდეგ ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველის დიდი ნაწილი.
  4. დავჭრათ სალიმი და დავადოთ ზემოდან. აგრეთვე დავაყაროთ შუაზე დაყოფილი ზეითუნი და წიწაკა.
  5. მოვაყაროთ დარჩენილი ყველი.
  6. წინასწარ გაცხელებულ 180 გრადუსამდე ღუმელში შევდგათ პიცა. გავაჩეროთ 10-12 წუთი. თუ კი ოდნავ შებრაწული გიყვართ, მაშინ გააჩერეთ ღუმელში ცოტა დიდ ხანს.
როდესაც პიცა მზად იქნება, ამოვიღოთ ღუმელიდან, ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი რეღანი.

No comments:

Post a Comment