Tuesday, December 20, 2016

სტაფილოს პეროგი ნიგოზით და დარიჩინით



280 გრ რბილი კარაქი
200 გრ დაფქვილი შაქარი
300გრ  ყავისფერი შაქარი
5 ცალი კვერცხი
5 გრ ვანილი
1 ლიმონის(ან ფორთოხლის)წვენი და ცედრა
2 ჩ/კ დარიჩინი
130 გრ დაფქვილი ნუში
130 გრ დაფქვილი ბერძნული ნიგოზი
200 გრ ფქვილი
15 გრ გამაფხვიერებელი
მარილი (სამი თითით ავიღოთ)

  1. ავიღოთ სახეხი და მსხვილი მხრიდან გავხეხოთ სტაფილო.
  2. კვერცხი გავაცალკევოთ (გული და ცილა)
  3. ავიღოთ დიდი თასი და ავთქვიფოთ მასში. 200 გრ ყავისფერი შაქარი, კარაქი, ვანილი, ცედრა და კვერცხის გული. ათქვეფის შედეგად უნდა მივიღოთ კრემის რბილი მასა.
  4. ავიღოთ კიდევ ერთი თასი და მასში ავურიოთ ფქვილი გამაფხვიერებელი და დაბლენდერებული ნიგოზი.(სასურველია რომ ნიგოზი იყოს მოხალული სანამ ბლენდერში გავატარებთ რომ მივიღოთ არომატული და გემრიელი მასა)
  5. ცილას დავამატოთ 100 გრ შაქარი. ავთქვიფოთ სანამ არ შესქელდება.
  6. ავიღოთ კრემის რბილი მასა,დავუმატოთ დაბლენდერებული ნიგოზი ფქვილთან და გამაფხვიერებელთან ერთად,სტაფილო და ცილა.გავითვალისწინოთ ცილა ყველაზე ბოლოს დავამატოთ,მორევის პროცესში ხელის ფრთხილი მოძრაობით
  7. ფორმის მიმცემ ქვაბს წავუსვათ ზეტი და ფქვილი რომ გვერდბზე არ მიიწვას.შემდეგ  გადავიტანოთ ცომი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში.გავაჩეროთ 50-60 წუთი
       მოვამზადოთ მინანქარი ჩვენი პეროგისთვის:
200 გრ შაქრის ფხვილი ავურიოთ ლიმონის(ფორთოხლის)წვენში. მიღებული მასა წავუსვათ პეროგს. მიირთვით და ისიამოვნეთ!

No comments:

Post a Comment