Friday, December 23, 2016

ღუმელში შემწვარი პომიდორი ბრინჯით და ყველით



5-6 საშუალო ზომის პომიდორი
1 დიდი თავი ხახვი
150 გრ ბრინჯი
100 გრ ყველი (სულგუნი ან მოცარელა)
3 კბილი ნიორი
1 საშულო ზომის კონა ნიახური და ქინძი
50 გრ კარაქი
ზეითუნის ზეთი „ექსტრა ვირჯინ“
მარილი, პილპილი

ძალიან წვრილად დავჭრთ ხახვი. ქვაბში დავადნოთ კარაქი და ჩავყაროთ ხახვი. შევწვათ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ ხახვი და კიდევ შევწვათ 2 წუთით.
დავამატოთ წყალი და მოვხარშოთ ბრინჯი. ბრიჯნჯი აუცილებლად მოვხარშოთ პროპორციით 1:2. დავამატოთ მარილი, პილპილი, დავუმატოთ ზეითუნის ზეთი და ოდნავ გავაცივოთ.
ყველა პომიდორს მოვაჭრათ ზედაპირი 1 სმ ზომის ნაჭერი მრგვალი ფორმით ე.წ ყუნწის მხრიდან. კოვზით ამოვიგოთ შიგთვასი ( შიგთავსი არ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდგომ ტომატისთვის ან წვნიანისთვის). მოვაყაროთ მარილი და მშრალ ხელსახოცზე დავალაგოთ, მოჭრილი სახით ქვემოთ, რათა ჩამოვიდეს ზედმეტი წყალი.შემდეგ  წვრილად დავჭრათ ნიორი და მწვანილი.
შევურიოთ ნიორი და მწვანილი ბრინჯთან ერთად და მიღებული მასა ჩავტენოთ პომიდორში, მზა პომიდორი დავაწოთ ზეთ წასმულ ფორმაზე და გამოვაცხოთ 170 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში, მიირთვით ცხელი, ანაც ცოტა შეგრილებულ მდგომარეობაში. გემრიელად მიირთვით!!

No comments:

Post a Comment