Monday, December 19, 2016

კიევური კატლეტის მომზადების რეცეფტი




500 გრ ქათმის ფილე
200 გრ კარაქი
4 ს/კ ფქვილი
2 ც კვერცხი
200 მლ რძე
200 გრამიანი 1 ჭიქა საფანელი
200 მლ ზეთი
1 კონა ნიახური
მარილი და პილპილი

მომზადების წესი
ავიღოთ ქათმის ფილე. დავდოთ დაფაზე და დავკეპოთ ისე, რომ არ დავაზიანოთ. სისქე უნდა შეინარჩუნოს 4-5 მილიმეტრი. შემდეგ შევზილოთ პირპილით და მარილით. გადავდოთ გვერდით უკვე მომზადებული ფილე. დავიწყოთ კატლეტის შიგთავსის მომზადება. წვრილად დავჭრათ ნიახური და შევურიოთ წინასწარ მომზადებულ დარბილებულ კარაქს. მომზადებული შიგთავსი გადავანაწილოთ 2 სუფრის კოვზსში და შევდგათ საყინულეში. ეს იმიტომ არის საჭირო, რომ გამაგრებული შიგთავსი ადვილად შევახვიოთ ქათმის ფილეში. შემდეგ გამოვიღოთ უკვე მზა შიგთავსი საყინულედან და მოვათავსოთ ქათმის ფილეს შუაში, გადავახვიოთ ისე, რომ მივიღოთ გრძელი კალბასის ფორმის კატლეტი. უმთავრესი ის არის, რომ კატლეტის შიგთავსი არ უნდა ჩანდეს არცერთი მხრიდან. უკვე მზა კატლეტი შევდგათ საყინულეში 5 წუთით. ისე რომ ცოტათი შემაგრდეს. რადგან საფანელში ამოვლების დროს შეინარჩუნოს თავდაპირველი ფორმა. სანამ კატლეტი საყინულესი დევს. ავიღოთ 2 კვერცხი და ავთქვიფოთ 200 მლ რძეში. შემდეგ გამოვიღოთ საყინულედან კატლეტი და ამოვავლოთ ჯერ ფქვილში. შემდეგ კვერცხი/რძე ში. საფანელში, შემდეგ ისევ კვერცხი/რძე ში და სულ ბოლოს საფანელში. ავიღოთ ტაფა შემოვდგათ ცეცხლზე და ჩავასხათ ზეთი. გაცხელებულ ზეთში  ჩავაწყოთ მზა კატლეტი და შევწვათ 5-7 წუთით. კატლეტი როგორც კი მიიღებს ოქროსფერს. შემდეგ ავიღოთ კატლეტი და შევაწყოთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და გავაჩეროთ 10 წუთით. მზად არის ჩვენი კიევური კატლეტი.
შენიშვნა;
შიგთავსს შეგიძლიათ დაამატოთ  სოკო, ყველი და ნებისმიერი სხვა რამ თქვენი გემოვნებით. ხოლო გარნირად შეგიძლიათ მიირთვათ კართოფილთან(პიურე, ფრი)ბოსტნეულთთან (ნებისმიერი სახეობა)ანაც მხოლოდ კატლეტი გარნირის გარეშე.

No comments:

Post a Comment