Monday, December 19, 2016

ღუმელში შემწვარი კარტოფილი ნივრით




200-300 გრ კართოფილი
1 ჩ/კ ჩვეულებრივი ან სვანური მარილი
2 კბილი ნიორი
50 მლ ზეთი
რამოდენიმე ტოტი როზმარინი ან ქინძი
ფოლგა

კარგათ გავრეცხოთ და გავაშროთ კართოფილი. თუ კართოფილი ახალია, ფრთხილად გავრეცხოთ, რათა არ დაზიანდეს კანი. წვრილად დავჭრათ და დავჭყლიტოთ ნიორი. ავიღოთ მომზადებული ნიორი, დავაყაროთ სვანური მარილი და წვრილად დაჭრილი როზმარინის ან კინძის ფოთლები. ავიღოთ ყველა მზა ინგრიდიენტი, დავუმატოთ ზეთი და კარგათ მოვურიოთ.
მიღებული მასა თანაბრად წაუსვათ კართოფილს. კარტოფილის ზედაპირზე მოხვედრილი ნიორი შეწვის შემდეგ სასიამოვნოთ უნდა ხრაშუნობდეს.
მომზადებული კართოფილი ავიღოთ, სათითაოთ შევახვიოთ ფოლგაში და დავალაგოთ ტაფაზე. შევდგათ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30-40 წუთით. ( შეწვის დრო დამოკიდებულია კართოფილის ზომაზე)
გამოვიღოთ კართოფილი ღუმელიდან და სანამ მივირთმევთ ცოტა შევაგრილოთ.
გემრიელად მიირთვით!

No comments:

Post a Comment