Monday, December 19, 2016

ხარჩო -ქართული წესით მომზადებული


600 გრ საქონლის ხორცი ძვალზე
2 თავი ხახვი
2 სტაფილო
5 კბილი ნიორი
100-120 გრ ნიგოზი
1 ჩ/კ ხმელი სუნელი
150 გრ ბრინჯი
1 კონა ქინძი
მარილი, პილპილი გემოვნებით
2 ც დაფნის ფოთოლი
4-5 ცალი პომიდორი ან ტომატი
1 ცალი მწარე წითელი წიწაკა

მოვხარშოთ ხორცი 1 საათი და 30 წუთის 5 განმავლობაში. რომ მივიღოთ გამჭირვალე ბულიონი აუცილებლად  მოვაცილოთ ჭუჭყიანი ზედაპირი. სანამ იხარშება ბულიონი წვრილად დავჭრათ ნიგოზი და ცხიმის გარეშე მოვხალოთ ტაფაზე.
კარგათ გავრეცხოთ ბრინჯი. წვრილად დავჭრათ ხახვი, სტაფილო დავჭრათ ნახევარ-მთვარისებურად. შემდეგ ავიღოთ პომიდორი, დავასხათ მდუღარე წყალი, მოვაცილოთ კანი და გავატაროთ ბლენდერში. ხახვი და სტაფილო შევწვათ საშუალო ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.
ამოვიღოთ ხორცი ბულიონიდან და დავამატოთ ქვაბში სადაც იწვებოდა ხახვი და სტაფილო, და მოვთუშოთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ პომიდვრის პიურე და საცერში გატარებული ბულიონი.
როცა ბულიონი ადუღდება დავამატოთ ბრინჯი და ვხარშოთ 15-20 წუთი. ბრინჯის დამატებიდან 10 წუთის შედეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, წითელი წიწაკა, ხმელი-სუნელი, ნიგოზი, დაჭრილი მწვანილი, მარილი, პილპილი და დაფნის ფოთოლი.ხარჩო მზად არის!
გემრიელად მიირთვით!!

No comments:

Post a Comment