Sunday, December 25, 2016

ბრინჯი ქათმით, კარით და ვწვანე ბარდით



შემადგენლობა 6 პერსონაზე:

4 ქათმის მკერდი (ფილე)
1 დიდი ხახვი და 2 პატარა
პატარა ნაჭერი ახალი კოჭა (1 სუფრის კოვზი დაჭრილის სახით)
3-4 კბილი ნიორი
1 ჩაის კოვზი კარი
1 ჩაის კოვზი დაფქვილი ქინძი
1/4 ჩაის კოვზი დაფქვილი დარიჩინი
200 გრ მშრალი ბრინჯი
700 მლ ქათმის ბულიონი ან წყლი
200 გრ ახალი ან გაყინული მწვანე ბარდა
მარილი გემოვნებით

პატარა ნაჭრებათ დაჭერით ქათმის ფილე. წვრილად დავჭრათ ხახვი, ნიორი და კოჭა.

ღრმა ტაფაზე დიდ ცეცხლზე გააცხელეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი. შეწვით ქათამის მკერდი დაახლოებით 4-5 წუთი. გადადეთ თეფშზე.
დაუწიეთ ცეცხლს და შეწვით ხახვი, მოურიეთ, 5 წუთი.
დაამატეთ კოჭა, ნიორი და სანელებლები, მორევით შეწვით 1 წუთის განმავლობაში. განათავსეთ ბრინჯი თაფაზე და აურიეთ ისე, რომ თითეული ბრინჯის მარცვალი  იყოს დაფარული ზეთით. შეწვით 1 წუთის განმავლობაში. დაასხით წყალი ან ბულიონი, მარილი გემოვნებით. შემდეგ დაამატეთ ბარდა.
ავადუღოთ, დაუწიოთ ცეცხლს მინიმუმამდე, დავაფაროთ თავსახური და ვამზადოთ სანამ ბრინჯი არ იქნება მზად, და მთელი სითხე არ შეიწოვება, დაახლოებით 25 წუთი. ( მომზადების დრო დამოკიდებული ბრინჯის ხარისხზე).

სანამ მოიხარშება 5-7 წუთით ადრე დაამატეთ შემწვარი ფილე აურიეთ.

No comments:

Post a Comment