Tuesday, December 20, 2016

პიცის ცომის იტალიური რეცეპტი




1 ჩ/კ საფუარი
1 ჩ/კ მარილი
250-300 გრ ფქვილი
150 მლ წყალი
2 ს/კ მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი
½ ჩ/კ შაქარი

ჯერ მოვამზადოთ საფუარი. გავხსნათ საფუარი 150 მლ თბილ წყალში. იქვე დავუმატოთ შაქარი. 10 წუთის შემდეგ, როცა საფუარი კარგატ გაიხსნება წყალში, შეგვიძლია დავიწყოთ ცომის მოზელვა.  თასში ჩავყაროთ 200 გრ ფქვილი და დავუმატოთ მარილი. თასის ცენტრში გავაკეთოთ ჩაღრმავება და ჩავასხათ საფუარისგან მომზადებული მასა. კარგათ მოვზილოთ ცომი ხელებით. საწიროების შემტხვევაში დავუმატოთ ფქვილი.
შემდეგ შევხედოთ, რომ ცომი იყოს ოდნავ წებოვანი და არა მშრალი. როცა ვიგრძნობთ, რომ ცომი მზად იქნება, ჩავასხათ ტანაბრად ზეითუნის ზეთი. და კვლავ კარგათ მოვზილოთ. არ იჩქაროთ ფქვილის დამატება, თავიდან ცომი გახდება თვევადი/წებოვანი. გააგრძელეთ მოზელვა კიდევ მინიმუმ 10 წუთი. ცომი უნდა გახდეს გლუვი და ელასტიური.
შემდეგ დავაფაროთ სველი პირსახოცით და გავაჩეროთ 30 წუთი.
30 წუთის შემდეგ ცომი მოიმატებს ზომებში ორმაგად და გახდება უფრო გლუვი და ფაფუკი.
ცომის ზედაპირზე დავაყაროთ ფქვილი და დავიწყოთ მისი გაპრტყელება. ცომის სისქე უნდა იყოს 3-5 მმ. ამ ცომისგან უნდა გამოგვივიდეს ერთი დიდი ან 2 საშუალო ზომის პიცა.

No comments:

Post a Comment