Monday, December 26, 2016

ხინკლის მომზადების რეცეპტი



ფარშის მომზადება:
200 გრ საქონლის ხორცი
300 გრ ღორის ხორცი
2 ც დიდი ზომის ხახვი
100-150 მლ გრ ცივი წყალი
1 კონა ქინძი
მარილი და პილპილი გემოვნებით

ცომისთვის საჭირო ინგრედიენტები:
3 ჭ ფქვილი
1 წ წყალი
1 ც კვერცხი
მარილი გემოვნებით

ხახვი და ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. სასურველია რომ ხორცსაკეპ მანქანას დავუყენოთ სეტკა მსხვილი ნახვრეტებით რომ მივიღოთ მსხვილად გატარებული ხორცი. შემდეგ კარგად მოვურიოთ ფარშს და დავამატოთ მარილი.პილპილი და ცივი წყალი. ფარში უნდა იყოს გაბმული და ცოტა თხელი.
მოვამზადოთ ცომი ხინკლისთვის. მაგიდაზე(ან ღრმა თასში)გავცრათ ფქვილი, ფქვილის მასაში გავაკეთოთ ჩაღრმავება შუა ადგილას შემდეგ დავამატოთ მარილი და წყალი. ავიღოთ კვერცი და ავთქვიფოთ ჭიქაში. შემდეგ მზა კვერცხი დავამატოთ ცომს.ცომი ხელით მოვზილოთ. მიღებულ ცომის მასას დავაფაროთ ხელსახოცი და გავაჩეროთ 30 წუთით.
გავაპრტყელოთ ცომი და ამოვჭრათ მგვალი ფორმის ცომები ხინკლისთვის დიამეტრი 10-12 სმ. უკვე მოჭრილ ცომის ფორმებზე დავდოთ ფარში და შევახვიოთ. შეხვევა ხდება შემდეგ ნაირად. ვიღებთ ცომს ერთი ნებისმიერი მხრიდან და თანმიმდევრობით გავაკეთოთ ნაკეცი. ისე რომ მივიღოთ პატარა მეშოკის ფორმის ხინკლები. მჭიდრო უნდა იყოს ნაკეცები რომ მოხარშვის პროცესში არ გაიშალოს. დიდ ზომის ქვაბში ავადუღოთ წყალი და ჩავყაროთ მარილი. შეხვეული ხინკლები ჩავყაროთ სათითაოდ ადუღებულ წყალში. ხოლო როცა ხინკლები დაიწყებენ წყლის ზედაპირზე ამოსვლას.ამის შემდეგ კიდევ ვხარშოთ 5-7 წუთი. ქვაბიდან ამოღებისთანავე მივიტანოთ სუფრასთან ხინკალი, რათა იყოს ცხელი. სურვილისამებრ მოაყერეთ შავი პილპილი. მიირთვით გემრიელად.

No comments:

Post a Comment